
Полная версия
Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე
Ⴁეჭტ საშუალი – მხართა შორის ადგილი.
Ⴁეჭი, ბეჭები – ტანსა შინა ცხოველთასა ორნი ფიცარნი ძულისანი მხართა ქვეშა ზურგით კერძო.
Ⴁეჰემოტი – ზღჳს კამბეჩი.
Ⴁზა – ბზის ხე (Ⴁაია ნახე).
Ⴁზაკუნი – (ებზაკუნება, მიებზაკუნება) უშვერი სლუა (ნახე Ⴑიარულში).
Ⴁზარვა – დახეთქა (ნახე Ⴁძარვა).
Ⴁზარი – თოვლი ყინვისაგან დაბზარული (Ⴇოვლთან ნახე).
Ⴁზე – ნალეწი ძნათა პურისა და ქერისათა.
Ⴁზეწვია – .
Ⴁზიკი – .
Ⴁზინვა – (ბზინავს, ბზინვარებს) ელვარება ჭიქათა, მეტალლთა და მისთანათა.
Ⴁზინვარება
Ⴁზობა – ბაიაობის კჳრა, რომელია დღესასწაული ქრისტეს შესლჳსა Ⴈერუსალიმად.
Ⴁზუვილი – ბუზთ ხმიანობა (ბუზი ბევრი ბზუვის, ფუტკართან ყველა ტყუვის).
Ⴁია – გარეული წურილი კომში.
Ⴁიბილო – თავთა და ყბათა ქვეშე მფრინველთასა ამოსული ხორცი წითლად სავარცხელივით.
Ⴁიბინი – (ბიბინებს) ქარისაგან მოძრავობით ფერდფერადობა მდელოთა.
Ⴁივრილი, ბივრიტი, ბერილოსი, ბერილიონი, ბერილჳონი – ცისფერი თუალი ზღუათა შინა პოვებული.
Ⴁიზი – მოკლე პალო მიწაში დასარჭობი სროლით სათამაშო ყრმათა.
Ⴁიზოვანი – თივა აბრეშუმის მსგავსი.
Ⴁილიკი – ვიწრო გასავლელი (ნახე Ⴂზასთან).
Ⴁილწი, პილწი – არაწმინდა, საძაგელი, საზიზღი
Ⴁინა – დანიშნული სადგომი ანუ სამყოფი ადგილი ვისიმე. // Ⴑაფუძველი, ვითარ ამ საქმეს ბინა არა აქუს.
Ⴁინიანი – საფუძვლიანი.
Ⴁინდი – შეღამება, დღის დასასრული და ღამის შემოსლვა.
Ⴁინძური – ნებსით მცონარი.
Ⴁიჟიკი და ბიჟინა – ირმის ნუკრთ სახელი და ხადილი მათი.
Ⴁირება – ვაბირებ) მოცთუნებით მონადირება, მოზიდვა გაძრახება.
Ⴁირილჳონი – ბიროლი (ნახე Ⴁივრილი).
Ⴁირთჳ – მრგუალი ბურთი, ანუ ზარბაზნის გულა.
Ⴁირკი – ოქროს ღილი, ანუ ჭდე.
Ⴁისონი – ძველებურად ქსოვილი რამე ელვარე (Ⴆეზი ნახე). // Ⴑამღუდელთმთავრო შესამოსელი გარედამ.
Ⴁისტი – ფიფანური (ნახე Ⴔოლი).
Ⴁისტი – თუალში ფრჩხილი.
Ⴁიცი – მლაშე მიწა უნაყოფო.
Ⴁიძა – მამისა ანუ დედის ძმა.
Ⴁიწი – მანკიერება, ანუ ნაკლებობა.
Ⴁიჭი – ბოშვი, ბოვში, ბიჭები.
Ⴁიჯება – (ვაბიჯებ) ბიჯის გარდადგმა, ნაბიჯით სიარული.
Ⴁიჯი – ერთის ფეხის გარდადგმა და ნაბიჯი მეორის გარდანცულება რომელ ორივე ერთად შეიქმნას 5 ტერფი ფეხისა, ანუ ერტჳ მხარი, ხოლო ლაჯი ფეხების გაშორებით დგომა ერთს ნაბიჯზედ.
Ⴁლაგვი – ბოკო, ჩლუნგი, გაულესავი, დალაბრა.
Ⴁლანდვა – (ვბლანდავ) ხლართვა, ჩმახვა, საჩქაროდ მიბმა-მობმა. // Ⴓთავბოლო ლაპარაკი.
Ⴁლანტი – მოსქე სასმელი ანუ ღვინო. // Ⴋფრინველი მძიმედ მფრინავი.
Ⴁლარდნვა – (ვბლარდნი) შებლარდნა, გახვევა, შეხვევა.
Ⴁლარჯი – ხმიადი (სომხურისაგან ბარაჭ), ბლარჯობა უცომოების კჳრა.
[Ⴁლენცარა – ნახე Ⴂვიმრა]
Ⴁლიგვი – ბლაგვი, ჩლინგი.
Ⴁლიკვი – ქისტი (ნახე Ⴋუჭი), ბლიკუნა (ვბლიკუნი), ქურჯუნა, ჯგულემა.
Ⴁლისტი – სათავისთავო ანუ სახალხო აგარაკი, ხოდაბუნი და მისთანანი (ნახე Ⴞასი).
Ⴁლუ – ენაბორძიკი, ენაჩლინგი.
Ⴁმა – (ვაბამ) კრვა, მიკრვა, შეკრვა.
Ⴁმო დიდი – მუწუკი.
Ⴁნდუ – ბნელად საჩინარი ან მიუმხუდარი უკუნი.
Ⴁნედა – (ვბნდები) ჟამად გრძნობისა და ცნობის მიხდა. // Ⴑენია ჟამითი ჟამად მომსლველი.
Ⴁნედიანი – ამავე სენით გვემული.
Ⴁნევა – (ვაბნევ) ფანტვა, დაბნევა.
Ⴁნელითი – ბნელი ადგილი (ნახე Ⴑაპყრობილესთან).
Ⴁნელი – ნათლის მოკლება.
Ⴁობოლი – დიდი ჭია.
Ⴁობღანი – დაირა, დაფი, ტყავგადაკრული საკრავი. // Ⴑხვაგან უხმარიათ ნაცულად ქნარისა, ვითა ებანიცა.
Ⴁობღვა, ბორდღვა – ოთხზედ სიარული (ნახე Ⴑიარულში).
Ⴁოგა – მცირე ხიდი მიწადაყრილი, ბოგირი მოდიდო ხიდი ან საგუბარი.
Ⴁოგანო – უაგარაკო გლეხი, ეული, ტაბარუკი.
Ⴁოგანო – მოსავალთ მავნე მწერი.
Ⴁოდიში – სიტყჳთ და საქციელით კაცის სიამოვნება, ანუ დაურვება გულნაკლებობისა.
Ⴁოდვა – (ვბოდავ) როტვა, ბლანდვა, უქმი ლაპარაკი. // Ⴓგზოდ სიარული.
Ⴁოვრი – დიდი ბუზი.
Ⴁოზა – ფეტვის ბურახი.
Ⴁოზი – როსკიპი.
Ⴁოიკი – ორი წლის ხარი (ნახე Ⴆროხასთან).
Ⴁოკვერი – ბოხვერი მოზდილი ლეკვო ლომთა, ვეფხთა და მისთანათა.
Ⴁოკვი – კორაფი, ქორაფი.
Ⴁოკილი და ბოკელი – ქორის ფეხსაბამი თასმა ან ზონარი ვითა ბორკილი.
Ⴁოკლვა – მობოკლვა ოქროს თმათ შემოხვევა მკედთა ზედა, ანუსხუათა მეტალლის აშკთა, გინა ქადათა ზედა ცომისა და ეგევითართა.
Ⴁოკო კ – იდურნაცვეთი იარაღი.
Ⴁოლად – ბლომად, მრავლობით, სავსებით.
Ⴁოლი – კუამლი; ბოლება (ვაბოლებ) აკომლება.
Ⴁოლო – საქმისა ანუ ჟამის დასასრული. // Ⴉუდი მფრინველთა, თევზთა, გველთა და მისთანათა. // Ⴉიდური გრძელთა ნივთთა ვითარ თავი და ბოლო ჯოხისა, ძელისა და მისთანათა. // Ⴕვემოთი მდებარეობა ადგილთა მთაბარობის მიხედვით, ვითარ სოფლის ბოლო ზედამდებარით მამულებითურთ.
Ⴁოლობეჭედა – .
Ⴁოლოკარკაზი – მიმინოს უმცირეა, ფრთანი მისნი იხმარებიან მოსართავად. ომაინ.
Ⴁოლოკი – .
Ⴁოლონდელი – ნაბოლოვარი, უკანასკნელი, ბოლონდელი სიტყვა.
Ⴁოლოს, ბოლოს დროს – უკანასკნელ.
Ⴁოლოს – მოდება (ბოლოს მოვუდებ) დასრულება, გათავება.
Ⴁოლუქი – გუნდი.
Ⴁოლუქბაში – გუნდისთავი.
Ⴁოლქვი – ბალახი, ძირი ხახვისა ან ნივრის გუარი.
Ⴁომონი – სვეტი კერფთა აღსამართავი. // Ⴀნუ ტაძარი მათი.
Ⴁონდი – გაბმული ხიდი.
Ⴁონძიტა – პირმოტეხილი დერგი, ქილა და მისთანანი.
Ⴁოჟი – ახალი პარკი ყაჭისა,
Ⴁორა – ძერას ჰგავს და უდიდესი მისია.
Ⴁორა და ბორანი – მაწონდასხმული საჭმელი.
Ⴁორა და ბორაკი – ნახე Ⴁავრუკთან.
Ⴁორბალი – ფრთებიანი გინა კბილებიანი საბრუნავი მაშინათა, ვითარ წისკჳლისა, საჟამნოსი და ეგევითართა. // Ⴕარი გრიგალიანი.
Ⴁორბოქი – (ვბორბოქებ), სიანჩხლით მოუსვენრობა, დრტჳნვა და ლაპარაკი მდურვისა.
Ⴁორგა – (ვჰბორგ) განრისხება და აღტაცება გულისწყრომითა. // Ⴂაგიჟება, შეშლა გონებიდამ.
Ⴁორდღვა – .
Ⴁორეასი – ქარი ჩრდილოეთისა.
Ⴁორი, ბური, ბურუსი – ხმელი ნისლი მტვერის მსგავსი (ნახე Ⴌისლთან). [სიცხის ბორი].
Ⴁორიალი – (ბორიალებს, აბორიალებს) ფრიალი, ფარფარი.
Ⴁორკილი – ფერხთ შესაკრავი ჯაჭვი რკინისა, ხელბორკილი არს შესაკრავი ხელთა, ხოლო ქედისა დადიანური და სახივი.
Ⴁორობანი – ხე მაღალი კეთილ ჩრდილოვანი, შობის წინა დღეს საკითხავში ხოლო სრულს დაბადებაში სწერია: მაგრილობელი.
Ⴁოროტი – ავი, ძვირის შემამთხვეველი, ვნების მომცემი.
Ⴁოროტის მოქმედი – ძვირის მოქმედი.
Ⴁოროტსვიანი – ავის ბედისა, შავსვიანი.
Ⴁორტვა, ბორდღვა, ბღოტვა, ბობღვა – Ⴑიარულში ნახე
Ⴁორცვი – სერი, პატარა გორა (ნახე Ⴋთა).
Ⴁორძიკი – (ვბორძიკობ) ფეხის შებრკოლება.
Ⴁორჯი – ბორჯალი (თათრულად ეწოდების ვალსა) ქართულად და იმერულად უხმობენ პაემანსა, ვადასა.
Ⴁორჯღლი – ხშირი კაპები ან როკები ხისა (Ⴂრჯღა ნახე), ბორჯღლედი ორკაპი.
Ⴁორჯღლიანი, ბორჯღლებიანი – ხე კაპებიანი.
Ⴁოსელი – გომი, საძროხე სახლი.
Ⴁოსტანა – ობობას მსგავსი ჭია გესლიანი, სანეხვეთა შინა მძრომი.
Ⴁოსტანი – მტილი.
Ⴁოსტნეული – მხალი და რაჲცა მოსავალი არს ბოსტნისა.
Ⴁოტვა – (აბოტებს, მიაბოტებს) დიდთა ცხოველთა სიარული, ვითარ სპილოსი და მისთანათა (ნახე Ⴑიარულში).
Ⴁოტი – თხის ერკემალი (ნახე Ⴇხასთან).
Ⴁოტოტი – სქელი და დიდი წვინტლი (Ⴞრასტი ნახე).
Ⴁოქვენი – პატარა მუცელი, დიდს მუცელს ქვეშეთი.
Ⴁოქონოტი, ბოქონოცი – არდაგი, წინ მისაფენი ფეშტამალი წელს ქვევით, ფეშტამალი.
Ⴁოქოული – იასაული, ბოქოულთ უხუცესი, უფროსი მათი.
Ⴁოღლამო – ხმელი თევზი მჟავით მგბარი.
Ⴁოღლიწო – ღვინოში დამბალი პური საჭმელად.
Ⴁოყვი – ხოკი, ხოკერი, ხის ქერქის ჭურჭელი.
[Ⴁოყინი – ].
Ⴁოშვი, ბოშვი – იმერულად, მარტვილი მესხურად, ყმაწვილი.
Ⴁოჩოლა – გამოზამთრული ხბო (ნახე Ⴆროხა).
Ⴁოცომკალი – დიდი მკალი, უფრო მოგრძე და ფეხმოკლე.
Ⴁოძალი – ორპირი ისარი (ნახე Ⴈსართან).
Ⴁოძება – უფროსისგან უმცირესისადმი მიცემა, ხოლო უმცროსისგან უაღრესთადმი ითქმის მირთმევა და ამად ვუბოძებ 1 პირსა შინა ძვირად იხმარების, თუ არა ფრიად უაღრესთაგან.
Ⴁოძი – ხის სვეტი.
Ⴁოძკინტი – პატარა ბოძი ძველთა შენობათა გვერდიდამ შედგმული დასამაგრებლად.
Ⴁოჭკო – ჩენჩილი ბეწვი ქუდთა ღართთა.
Ⴁოხვერი – ნახე ბოკვერი
Ⴁოხი – მსხვილი და დაბალი ხმა.
Ⴁოხოხი – ხცურის ტყავი მოქნილი ან მისგან შეკერილი ქუდი.
Ⴁოხჩა – ჩალთა ბუდე მოთხვითი.
Ⴁჟირი – უგულო ფეტვი და მისთანანი; კულად ბჟირი (ნახე ჟირი).
Ⴁჟიტი – მართვე წეროსი, სავათისა და მისთანათა.
Ⴁჟუვილი – ნახე Ⴏუვილი.
Ⴁჟუტვა – (ბჟუტავს) ბნელად და უნათლოდ ბდვინვა სანთელთა, ბაზმაკთა და მისთანათა.
[Ⴁრა – გაბრა, ბრაგვანი]
Ⴁრაგა – სპონდიო, ზღუაში ქვა უხილავად.
Ⴁრაზი – ცოფი, ძნელი სიცოფე.
Ⴁრაზიანი – ცოფიერი, ბორგუნეული, მრისხანე.
Ⴁრალება – (ვაბრალებ) შესმენა, ბრალის დადება. // (Ⴅიბრალები) შესმენის ქვემდებარება. // (Ⴅებრალები, მებრალება) სიბრალულის ქონება.
Ⴁრალეული – ბრალის მქონე, დამნაშავე, შემცოდე.
Ⴁრალი – დანაშაული, შეცოდება.
Ⴁრანგჳ – დათჳ
Ⴁრანძი ბ – ებკი, ცუდი ძონძი.
Ⴁრაწი – გრაკლის ხე.
Ⴁრბო – დუნდგო, ვითრა ბრბო ხალხი.
Ⴁრგე – კაცი ტანოვანი და წარმოსადეგი მშვენიერად.
Ⴁრგჳლი და ბრყჳლი – შავი ნიშანი.
Ⴁრგუ და ბრგვილი – ნახე Ⴄნა ბრგუნილი.
Ⴁრდღჳნვა – (ბრდღვინავს) ლომთ მუღრობა, ზახილი ანუ ტოტით მიწის გლეჯა მრისხანებისგან.
Ⴁრდვინვა – ნახე Ⴁრდღჳნვა.
Ⴁრდოვილი – ნახე Ⴃოვილი
Ⴁრე – მტვერი ბზე ნარევი.
Ⴁრეცა – (ვიბრიცები), ფრანჭვა, თავ-ტანის გრეხვა უხამსურად.
Ⴁრიალი – (ვაბრიალებ) თუალთ ზე და ქვე ბრუნება. // Ⴑაჭურველთ ტრიალება ჰაერში.
Ⴁრილიანტი —
Ⴁრინჯაო – ორი წონა სპილენძი და ერთი წონა თუთია ერთად გარეული გაყვითლდების, რომელსა ოქრომჭედელნი უწოდებენ ბრინჯაოდ, მაფრახად და ტომბაკად, ხოლო თითბერი არს ბუნებითად ყვითელი სპილენძი.
Ⴁრინჯი – ქრთილი გუარი თეთრი მარცუალი.
Ⴁრინჯის ხე – Ⴀკაკი ნახე.
Ⴁრიყვი – უწურთნელი, უზდელი, რეგვენი.
Ⴁრკენა, პრკენა, ბრყენა – ოლე.
Ⴁრკიალება, ბრკინუალება ბრწყინვალება, ელვარება, ბზინვარება.
Ⴁრკმა, ბრკოლა – (ვუბრკმობ, მებრკმის) ფეხის შეცთენა, ბორძიკი.
Ⴁრმა – უთუალო, უსინათლო, ვერ მხედველი. // Ⴂონება დახშული, დაბრმობილი გონებით.
Ⴁროლი – ბიროლი, დამანი, ბუნებით თეთრი ქუა გამჭვირვალე, ანუ ჭიქისგან შემზადებული, ლექსი ესე წარმოებს ბერძულისაგან βήρυλλος, ლათინურად Beryllus (ნახე Ⴁერილოსი, Ⴁივრილი), ხოლო ბროლსა საქუთრად ეწოდება დამანი.
Ⴁროწეული – .
Ⴁრპენი – პრპენი, ტყვია ანუ კალა.
Ⴁრყვილი – იხილე Ⴁრგჳლი.
Ⴁრუ – თავის ტრიალი და თუალთ არევა (ნახე Ⴇავბრუ), თავსბრუ დაესხა.
Ⴁრუნება – (ვაბრუინებ) ტრიალება, მიმოქცევა.
Ⴁრუნვა – (ვბრუნავ) ტრიალი
Ⴁრუნვა – ღრამმატიკულად ცუალება სახელთა და სხ.
Ⴁრუჟი – ძალა სასმელთა.
Ⴁრუტიანი და ბრუციანი – მარღი, თუალით შორს ვერ გამრჩევი.
Ⴁრძანება – (ვბრძანებ) თქმა ან თქმული უაღრესისა.
Ⴁრძანება – (ჰბრძანდების) ითქმის უაღრესთათჳს ნაცულად არს, ჰგიეს, იმყოფება და სხ. ამის გამო იშვიათად იხმარების 1 პირსა შინა, ამას სხვადასხვად განავითარებენ ზედდადებულნი მარცვალნი ვითარ: მობრძანება, დაბრძანება, წაბრძანება და სხ., ხოლო უმცროსთათჳს იხმარების ლექსი ხლება, ახლავს (ნახე Ⴋუნ).
Ⴁრძენი – ფრიად გონიერი, ანუ მეცნიერი.
Ⴁრძმედი – მეტალლთ სადნობი ქურა.
Ⴁრძოლა – დიდი შუღლი, ომიანობა. (ვიბრძვი, ვებრძვი, ვჰბრძავ) შებმა.
Ⴁრძვილი – წყლული, ანუ დაკოდილობა, ჭრილობა.
Ⴁრწკალი, პრწკალი – თხლად ანახლეჩი მეტალლისა, ხისა და მისთანათა.
Ⴁრწამლი, ბურწუმელი – ეკალი, ღიჭი.
Ⴁრწყინვა – (ჰბრწყინავს) ელუარება, ნათება (Ⴁრკიალი ნახე). [Ⴁრკიალებისაგან მოდის ეს სიტყვა, ხოლო ბრკიალება – იალ-ციალისაგან.]
Ⴁრწყინუალე – ელუარე, ბზინუარე, ანუ ნათლის ფერი.
Ⴁრჭალი – გაშლილი ხელის ნები მცირედ თითების მოკაკვით დასაჭერად რისამე, მაგალითად, რომელსა (ღმერთსა) გიპრყრიეს ქუეყანა ბრჭალითა, სძლის პირის ხმა. // Ⴆოგგან ფეხის ჩონჩხი. // Ⴒოტი კლანჭიანთა ცხოველთა.
Ⴁრჭობა, ბრჭუალი – (ნახე Ⴁჭობა) ბჭუალი.
Ⴁრჯა – დადგმული ზვინი ძნათა, ძნეული.
Ⴁრჯგუ – გვიან მოქმედი, ანუ გონებით მძიმე. // Ⴌიშანი ასოსა უ პროსოდიასა შინა.
Ⴁრჯენა – (ვიბრჯენ, ვებრჯინები) სლუაში არგანის ხმარება, ანუ დგომაში მას ზედა დანდობა.
Ⴁტყვნა – (ვბტყვნი).
Ⴁუ, ბუვი – თავდიდი მფრინველი ღამისა.
Ⴁუბკა – წყალში გაქნილი და მოდუღებული ფქვილისა ან სახამებლის ფაფა, ხმარებული წიგნის მკურელთაგან დასაკერებლად ქაღალდებისა და სხ.
Ⴁუბუნი – Ⴂუგუნი ნახე
Ⴁუგვა – Ⴃაბუგვა ნახე
Ⴁუგრი – მომსრველი. // Ⴉარაბადინში ეწოდების მსხმოთა მუწუკთა, ვითარ კუავილსა, წითელასა და სხ.
Ⴁუდე – მფრინველთ ბუნაგი, ანუ ნადირთ ჩიბე. // Ⴘალითა წიგნთა, ანუ თვალთა პატიოსანთა და მისთანათა შთასადებელი. // Ⴞილთა და კერკთ ჩენჩო, ანუ წენგო. // Ⴕუთუთო თუალთა. // Ⴕარქაში საჭურველთა.
Ⴁუდეშური – ყურძენი გრძელ მარცულიანი (ნახე Ⴗურძენთან).
Ⴁუერი – ბური (ნახე Ⴁორი).
Ⴁუზამკალი, ბუზანკალი, ბუზვი – ხვასტაგთ მკბენარი მწერი.
Ⴁუზი – ბოცომკალი, შავი მწერი.
Ⴁუზღუნი – (ვბუზღუნებ) დრტჳნვა, მურმური, ჩუმად სამდურავის ლაპარაკი, ბუდბუდი, ბუტბუტი.
Ⴁუკი – რქის ნაღარა, ნობათი, ტაბლაკი.
Ⴁუკობა – ბუკით თემთ შემოკრება, ბუკტაბლაკობა.
Ⴁუკიოტი, ბუკნაწო – პატარა ბუ
Ⴁუკტაბლაკობა – კურა, ცემა ბუკთა და ტაბლაკთა.
Ⴁულბული – ვარდის ჩიტი, ხმაშვენიერი, იადონი.
Ⴁულული – მაგოლი, თივის ხელეული.
Ⴁუმბერაზი – [მუბერაზი] გმირი. ძლიერი, თავისთავ მებრძოლი.
Ⴁუმბული – გერმა, ფრინველთ ნაკრტენი.
Ⴁუნაგი, ბუნაკი – ნადირთა, ანუ თევზთა სადგური ბუდე.
Ⴁუნება – ძალი მოქმედებითი თჳთოეულისა არსისა. // Ⴜესი ბუნებისა დაცვული ყოველთავე ქმნილთა შორის. // Ⴇჳსება, თჳთება, მოდგმა.
Ⴁუნებითი – განთჳსებული, განკუთნვილი ბუნებისად.
Ⴁუნი – ტარიშუბისა ანუ იარაღთა ხელთსაქმარისათა.
Ⴁუნიკი და ბურნუკი – სათიხარი, ხმლის ქარქაშის ბოლო.
Ⴁუნიობა – დღე-ღამის გასწორება მარტსა სეკდემბერსა შინა, მოიქცეს რა მზე იუნისს საზამთროდ და დეკემბერს საზაფხულოდ, მას ჰქვიან ნაბუნიობი.
Ⴁუჟი ან ბრუჟი – ნახე Ⴃაბუჟება, Ⴃაბუშება.
Ⴁუჟღენდი წითლის საღებავის ჭია.
Ⴁურანი – მსუბუქი ძილი და მოლანდება საფიქრებელისა რისმე.
Ⴁურაული – მწყაზარი ქორი, შავსა და წითელს საშუალი.
Ⴁურახი – ბოზა ფეტჳსა, ქერისა და მისთანათა.
Ⴁურბურა – ნედლი ქარქვეტი.
Ⴁურბუშელა – გოქშო.
Ⴁურდო – ფეტვის ნალეწი, ანუ ბზის მტვერი (ვიეთნიმე ხმარობენ დურდოს მაგიერადაც).
[Ⴁურენი – ნახე Ⴁუჯერი]
Ⴁურეჯი – ცომის ვარცლი.
Ⴁურვა – (ვბურავ) დახურვა.
Ⴁურვაკი – დიდი გოჭი.
Ⴁურვილი – დახურვილი, დაფარებული, ბურვილი ტევრი.
Ⴁურთი – ბირთვი მეშისა სათამაშო, საასპარეზო.
Ⴁურთაობა – (ვბურთაობ) თამაშობა ბურთითა.
Ⴁური – ბურუსი (ნახე Ⴁორი).
Ⴁურნა, ბურნაკი – ღვინის ქინქლა.
Ⴁურნუთი – (ბურნაოთი თურქთ ენით ცხვირის ბალახი) დაფქული თამბაქო მოსაწევად.
Ⴁურნუთი კოლოფი – ჭურჭელი ბურნუთისა.
Ⴁურნუკი – ნახე Ⴁუნიკი.
Ⴁურღული – მოხარშული და დაცეხვილი ხორბალი საკორკოტე.
Ⴁურცი – .
Ⴁურძგნა – (ვბურძგნი, გავბურძგნი) ცუდად გაწეწა თმათა.
Ⴁურჯი – გოდოლი, დიდი კოშკი. // Ⴆოდიაქოს ნიშანი, ეტლი, ვარსკულავთ ბურჯი (ნახე Ⴆოდიაქო).
Ⴁურჯღული – დიდრონი ნაპერწკალი.
Ⴁუსნარი – კორდი მაღალბალახოსანი.
Ⴁუტბუტი, ბუდბუდი – ბუზღუნი.
Ⴁუტკი – გამონასკული ხილი შემდგომად დაყვავილებისა.
Ⴁუქი – ქარიანი თოვლი (ნახე Ⴇოვლთან).
Ⴁუქნა (ვბუქნავ) მუხლზედ ჩაჯდომა ცეკვაში (ნახე Ⴇამაშობა).
Ⴁუღა – (ოთხფ.) კურო, დაუკოდავი მოზვერი მოსაშენებლად შენახული (ზროხასთან ნახე).
Ⴁუღაური – სვეტისთავი, სამერხული.
Ⴁუღრაობა, მუღურობა – ხართაგან რქებით ჭიდილი და მიწის გლეჯა.
Ⴁუში შ – ობილი არა სჯულიერითა მეუღლეობითა.
Ⴁუშტალეღვი – ადრეული.
Ⴁუშტი – ქანთილი, პარკი ცხოველთ შარდისა. // Ⴜყალთა ზედა წვიმისაგან ამომჯდარი ბუშტები, რომელიც მსწრაფლ გაჰქრებიან და მისთანანი.
Ⴁუჩქი, ბუჩქნარი – დაბალი ფიჩხი (ნახე Ⴒევრთან).
Ⴁუცუცი – თუალთ ქუთუთოების დაბღნეძა.
Ⴁურგი – პატარა ზღარბი.
Ⴁუწუწი – ცუდი თმა, ბურძგლი, გაბურძგნული (ნახე Ⴇმა).
Ⴁუჭონი – დახალული ქერი, ხალი ქერისა.
Ⴁუჭულა – პატარა წისქვილი. // Ⴈმერულად პატარა ფაცხა.
Ⴁუხარი – კედელთა შინა სახლისათა დატანებული საცეცხლური.
Ⴁუხუნი – (ბუხუნებს) ლომისა ან ღორის ბრდღვინვის ხმა, დრუხუნი.
Ⴁუჯერი – ბურენი, ჭურჭელთ შესაწყობი ხის თარო.
Ⴁღავილი – (ბღავის) ცხვართ ხმიანობა.
Ⴁღარტი – ბარტყი მართვე მფრინველთა.
Ⴁღვერა – (ვუბღვერ) სიძულილით ან რისხვით შეხედვა.
Ⴁღლარძუნი – (ებღლარძუნება, ბღლარძუნობენ) უგვანის ჭიდილით თამაშობა.
Ⴁღნეძა, ბღნეჯა – (იბღნიძება, იბღნიჯება) ღმეჭა, ღრეჯა, უმსგავსოდ შეჭმუხნა პირის სახისა.
Ⴁღოტვა – (ბღოტავს) ბორტვა, ბორდღვა, ოთხზედ სლვა (ნახე Ⴑიარულში).
Ⴁღუარი, ბღორი – ჩრდილოეთი. Ⴑხვაგან სამხრეთად სწერია, მაგრამ ჩრდილოეთი უფრო მართალია, რადგან ბღორი მიღებულ არს ბერძული ლექსისაგან ბორეასი და სამხრეთის სახელი არს სხვა (ე.ი. Ⴇემანი ნახე).
Ⴁღუვილი – (ბღუვის) ხართ ხმიანობა
Ⴁღუნძვა – (ვბღუნძავ, ვიბღუნძები) შეკუმშვა, მოკრება ზღარბთა, წურბელთა და მისთანათა.
Ⴁღურიალი – (ბღურიალებს) ღავილი, ტირილი ცუდის ხმით (ნახე Ⴒირილთან).
Ⴁღუჯი – მუჭი, პეშვი (ნახე Ⴋუჭი).
Ⴁძანება – ნახე ბრძანება
Ⴁძარვა – (ვჰბძარავ) გაგლეჯა, დახეთქა, განბძარვა, მცირედ გატეხა.
Ⴁჭე, ბჭენი – შესავალი სასახლეთა, ტაძართა, გალავანთა, ქალაქთა და მისთანათა.
Ⴁჭე, ბრჭე – შუაკაცი გამორჩეული მოჩივართაგან გასასინჯავად ცილობისა მათისა, მოსამართლე, მედიატორი.
Ⴁჭობა – (ვბჭობ) სამართლობა, გაბჭობა. // Ⴂანსჯა ვითარ კაცი ბჭობდა, ღმერთი ეცინოდა.
Ⴁჭოვანება – ბჭენი, შესავალნი.
Ⴁჭუალი, პჭუალი, ბრჭუალი – აგებულებისა შინა გათანგჳთ ტკივილი სხვადასხვას ადგილას.
Ⴁჯენა – (ვიბჯენ, ვიბრჯენ) ნახე Ⴁრჯენა.
Ⴂ
Ⴂ – ქარაგმიანნი ლექსნი: გხნ~ – გიხაროდენ; Ⴂ~ი – Ⴂიორგი და სხ. Ⴀსოსა ამას ზედა არიან ზედდადებულნი ესე ზმნათანი: გან, გა, გამო, გარდა, გადა, გარდამო, გარდმო, გადმო. Ⴋაგალითად, განვაღებ, გავაღებ, გამოვიღებ, გარდავიღებ, გადავიღებ, გარდამოვიღებ, გარდმოვიღებ, გადმოვიღებ. Ⴄგრეთვე სახელზმნანი: განღება, გაღება, გამოღება და სხ. Ⴂ იხმარების მაპიროვნებელად ზმნათა მეორისა პირისათა, რომელთაცა პირველსა პირსა აქუს მ, ვითარ მაქუს, გაქუს, მრწამს, გრწამს, მინდა, გინდა, მიქმნიეს, გიქმნიეს, მექმნა, გექმნა და სხ. [იხილე ასო Ⴋ]. Ⴄგრეთვე ყოველთა ზმნათა პირნაკლთა, რაჟამს მოქმედება მიეჩემების მეორესა პირსა, ვითარ: გიშენებ, გიშენებს, გიწერ, გიწერს. Ⴀნუ გაშენებ, გაშენებს, გწერ, გწერს, გიკითხავ, გიკითხავს, გაქებ, გაქებს და სხ. Ⴂ იხმარების ზოგჯერ ნაცულად კ, ვითარ: გალატოზი – კალატოზი, გატა – კატა, გერკი – კერკი, გურკა – კურკა, გვიცა – კვიცა, გრკალი – კრკალი, გრჯღა – კრჩხა, გრწყილი – კრწყილი; ზოგჯერ ნაცულად ღ: გრძილი – ღრძილი, გრუტუნი – ღრუტუნი; ანუ ნაცულად ქ: გეზად – ქეშად, გვიმრა – ქურიმა, გუფთა – ქუფთა, ბრგვილი – ბრყვილი.
Ⴂააბეზრება – (გავააბეზრებ) გაშფოთება, შეწუხება; ვნებიათად Ⴂაბეზრება ნახე.
Ⴂაადვილება – (გავაადვილებ, გავიადვილებ) ადვილ საქმნელ ყოფა.
Ⴂააზატება – (გავააზატებ) თავისუფლების მიცემა.
[Ⴂაამაოება].
Ⴂაანჩხლება – (გავაანჩხლებ, გავანჩხლდები), გაკაპასება, გაგულისება.
Ⴂაარმება – (გავაარმებ, გავიარმებ) დამწარება, გაუგემურება, უსიამოვნება).
Ⴂააფთრება – (გავაფთრდები, გავააფთრებ) განძვინება აფთარივით.
Ⴂააფრაკება – (გააფრაკდების) გამრუდება ნედლთა ფიცართა გახმობისაგან.
Ⴂააშკარება – გამჟღავნება (ნახე Ⴂამოაშკარება).
Ⴂაახლება – ნახე Ⴂანახლება.
Ⴂაბარება – (ნახე Ⴁარება)
Ⴂაბალთვა – დაბალთვა ნახე.
Ⴂაბასრული – შერცხვენილი, გაწბილებული (ნახე Ⴁასრობა).
Ⴂაბაღვა – გაბაღლარავება (ნახე Ⴁაღვა)
Ⴂაბედვა – (გავბედავ) ბედზედ მიგდებით შემართება.
Ⴂაბედითება – (გავაბედიტებ) ბედითად შექმნა, გაცუდება.