bannerbannerbanner
Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე
Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე

Полная версия

Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე

текст

0

0
Язык: Русский
Год издания: 2018
Добавлена:
Настройки чтения
Размер шрифта
Высота строк
Поля
На страницу:
1 из 5

Ⴕართული ლექსიკონი

Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე


Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი

Редактор Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე


© Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი, 2018


ISBN 978-5-4490-2045-1

Создано в интеллектуальной издательской системе Ridero

Ⴜინასიტყვაობა

Ⴌიკო Ⴙუბინაშვილის «Ⴕართული ლექსიკონი» შედგენილია 1812—1825 წწ. Ⴂამოიცა ბეჭდური სახით კი მხოლოდ ერთხელ 1961 წელს.

Ⴜინამდებარე გამოცემა წარმოადგენს თანამედროვე მკითხველისათვის ადაპტირებულ ვერსიას. Ⴍრიგინალურ ტექსტიდან ამოღებულია შემოკლებანი, ციტირებული ლიტერატურული წყაროები, უცხოური (ბერძნული, თურქული, სპარსული, სომხური) სიტყვები, სიტყვების თარგმანი რუსულ ენაზე. Ⴑიტყვები, რომლებიც იწყება ხელოვნურად გამოგონილ და ქართულ ანბანში არ არსებულ ასოთი (), გადატანილია შესაფერის თავში:  – -ში.

Ⴀსეთი წმენდის შედეგად გამოვიდა თანამედროვე და ადვილად საკითხავი ტექსტი. Ⴎირველი შეხედვით ძნელი დასაჯერებელიც კია, რომ ეს ლექსიკონი შედგენილია ორასი წლის წინ.

Ⴀმ გამოცემის მთავარი თავისებურება კი მდგომარებს იმაში, რომ ტექსტი აწყობილია ასომთავრულით. Ⴀსომთავრულები ნახმარია ორთოგრაფიული დანიშნულებით, ე. ი., მათი იწყება ახალი წინადაბების პირველი სიტყვა და აგრეთვე პირადი და საკუთარი სახელები. Ⴄს წესი მოქმედებს სხვა ევროპულ დამწერლობებში და ფართოდ იყო ხმარებაში ქართულშიც მე—19 ს. მეორე ნახევრამდე.

1866 წელს დაარსებულმა გაზეთმა «Ⴃროებამ» განიზრახა გაეტარებინა მთავრული ასოების ხმარების ორთოგრაფიული წესი. Ⴋაგრამ, მთავრულებად გამოიყენეს ოთხხაზოვანი მხედრული ასოებისგან ხელოვნურად შექმნილი ორხაზოვანი ასოები. Ⴘედეგად, მხედრულმა ასოებმა მიიღეს არაბუნებრივი, დამახინჯებული სახე.



«Ⴃროების» ამ აქტმა თავის მიზანს ვერ მიაღწია, რადგან ამ ახლად გაკეთებული ასოების ხმარება სათაურებში და ტიტულებში კი იყო შესაძლებელი, მაგრამ მათი ხმარება შიგ ტექსტში იყო შეუძლებელი, ვინაიდან ოთხხაზოვანი და ორხაზოვანი ზედა ტანის ასოების გარჩევა შეუძლებელია. Ⴋხედრული ასოების 45%-ს კი წარმოადგენენ სწორედ ზედატანის ასოები.



Ⴄ. ი., ორთოგრაფიული მიზანი ვერ იქნა მიღწეული, და ამ ახლად გაკეთებულ ასოებს ან საერთოდ არ ხმარობდნენ, ან იშვიათად მხოლოდ სათაურებში. Ⴁოლოს და ბოლოს, ასეთი გაუაზრებელი ექსპერიმენტების შედაგად დაინერგა უმთავრულო ტექსტის ხმარების წესი, რომელიც მე—20 საუკუნის განმავლობაში იქცა ერთადერთ მისაღებ წესად ქართული წერისათვის.

Ⴜინამდებარე წიგნის მთავრული ასოებით გამართვა ისახავს მიზნად ასომთავრულის სილამაზის წარმოჩენას და იმ დავიწყებული მშვენიერი წესის აღდგენას, რომლითაც ვსარგებლობდით მე-19 ს. 60-ან წლებამდე.

Ⴀსომთავრულის და ნუსხურის აღდგენის შედეგად ჩვენ მოგვეცემა საშუალება ყოველდღიურად ვიხმაროთ ეს ასოები მხედრულთან ერთად ისევე, როგორც ეს იყო ჩვენში წინა საუკუნეებში, და როგორც ეს არის დღეს ბერძნულ—ლათინურ სამყაროში.

Ⴀსომთავრულის ხმარება ქართულ წერაში მკვეთრად გააუმჯობესებს დაბეჭდილი ტექსტის ხარისხს და მისცემს მძლავრ ბიძგს Ⴑაქართველოს ცხოვრების ყველა მხარის განვითარებას. Ⴕართული ნაბეჭდი ტექსტი კი თავის მოქნილობით და სრულყოფილობით გაუსწორდება ლათინურ ტექსტს.


Ⴕართული ლექსიკონი

 – არს ხმოვანი ასო, დადებული თავად ყოველთა ენათა ანბანსა შინა. Ⴕართულად ასოსა ამას ზედა ქარაგმიანნი ლექსნი არიან ესენი: ა~დ – არამედ; ა~ნ – ამინ.

Ⴀმას ასოსა ზედა არიან ორნი მარცვალნი ზედდადებულნი ზმნათანი: აღ, აღმო; მდაბიურად: , ამო. Ⴅითარ: აღვალ, აღმოვალ; აღვსწერ, აღმოვსწერ. Ⴂინა: ავალ, ამოვალ; ავწერ, ამოვსწერ, არამედ სახელზმნათა შინა უკეთუ იპოვნების სხვა ღ, მაშინცა პირველი ღ სრულიად დაიტევების. Ⴋაგალითად: აღება (აღვიღებ), აღელვება (აღვაღელვებ), ამაღლება (აღვამაღლებ) და არა აღღება, აღღელვება, ანუ აღმაღლება და სხ. Ⴉუალად ითქმის: აექჳნ, აუარებდით ნაცულად აღექჳნ, აღუარებდით და სხ.

ბოლოდ სახელთა ხმარებული შესცულის მათ:

1. Ⴋდედრობითად, ვითარ მეფე – მეფა, ჭაბუკი – ჭაბუკა, იგი – იგია და სხ.

2. Ⴉნინობითად, ანუ შეურაცხებითად, უფრორე სათჳითოთა სახელთა. Ⴋაგალითად: Ⴃავით სარდალი, Ⴑოლომონ მდივანბეგი, ანუ მდედრობითნი: Ⴇამარ მეფე, Ⴋარიამ ბატონისშვილი და სხ. Ⴀმათ შინა ასო ა უხამს არს, ხოლო Ⴃავითა მზარეული, Ⴑოლომონა ხაბაზი, Ⴇამარა დალალი, Ⴋარიამა მექათმე და სხ. Ⴀრიან კნინობითნი. Ⴀმისგან ჰსჩანს, რაოდენ უსაფუძველო არს ჰაზრი, რათა ასოჲთა განირჩეოდენ ნიადაგ მდედრობითნი სახელნი.

1. Ⴋდედრობითად, ვითარ მეფე – მეფა, ჭაბუკი – ჭაბუკა, იგი – იგია და სხ.

2. Ⴉნინობითად, ანუ შეურაცხებითად, უფრორე სათჳითოთა სახელთა. Ⴋაგალითად: Ⴃავით სარდალი, Ⴑოლომონ მდივანბეგი, ანუ მდედრობითნი: Ⴇამარ მეფე, Ⴋარიამ ბატონისშვილი და სხ. Ⴀმათ შინა ასო ა უხამს არს, ხოლო Ⴃავითა მზარეული, Ⴑოლომონა ხაბაზი, Ⴇამარა დალალი, Ⴋარიამა მექათმე და სხ. Ⴀრიან კნინობითნი. Ⴀმისგან ჰსჩანს, რაოდენ უსაფუძველო არს ჰაზრი, რათა ასოჲთა განირჩეოდენ ნიადაგ მდედრობითნი სახელნი.

3. Ⴐომელთამე რთულთა სახელთა შინა ბოლოს ი შეიცულების ა-ზედა. Ⴋაგალითად: გველთევზა, ძაღლნიორა, ორცხობილა, ხარისთუალა და სხ.

3. Ⴐომელთამე რთულთა სახელთა შინა ბოლოს ი შეიცულების ა-ზედა. Ⴋაგალითად: გველთევზა, ძაღლნიორა, ორცხობილა, ხარისთუალა და სხ.

Ⴀ? კითხჳთი მარცუალი, მდაბიურად ხომ? Ⴂიყუარმეა? Ⴅსჭამოა? Ⴅსუაა? და სხ.

შემოკლებული ზმნისაგან არს, სახელთა და ზმნათა ბოლოს ხმარებული, უფრორე მდაბიურსა შინა საუბარსა, ვითარ სახლია, ქალაქია ნაცულად სახლი არს, ქალაქი არს; ანუ ცივია, თბილია ნაცულად ცივი არის, თბილი არის; კუალად ცივა, თბილა ნაცულად სიცივე არის, სითბო არის; ეგრეთვე: მოსულა, მომზადებულა, განრულებულა და სხ. ნაცულად მოსრულ არს, მომზადებულ არს, განრულებულ არს. Ⴀმის გამო ხმარებულ არს ლექსი აობა ნაცულად არსება.

Ⴀბაზანა – სააბანოვე დიდი ტასტი.

Ⴀბაზი – ოთხი შაური, ან 40 ფული.

Ⴀბანაკება – აკარვება.

Ⴀბანო – სახლი დასაბანელი.

Ⴀბანოზი – ეკალმუხა.

Ⴀბბა – სირიულად მამა.

Ⴀბბატი —

Ⴀბბატობა —

Ⴀბგა – მახალიკი, პატარა ხურჯინი, უფრორე აბრეშუმისგან ნაქსოვი, უნაგირის წინა კეხზედ გარდასაკიდი (ნახე Ⴅაშკარანი).

Ⴀბდარი – წყალთა მნე, ზედამდეგი მერწყულთა და მრეცხელთა უწმინდურთა ადგილთათა.

Ⴀბებრება – კანის აბურცება, აშუპება დაწვისაგან.

Ⴀბედი – გამოხარშული ხის სოკო, მსწრაფლ მომღები ცეცხლისა.

Ⴀბეზარი – მოუსვენარი, დაუდეგარი, შფოთი, თავისშემაწყენელი.

Ⴀბეზარს მოსვლა —

Ⴀბეკამაქი – ბალახების გამონახადი არაყი (კარაბადინში).

Ⴀბეჩხარი – ნავენახობი, გაოხრებული ვენახი.

Ⴀბეწულა – კარაბადინში.

Ⴀბზინდა – ნახე Ⴀფსინთი.

Ⴀბზინდა – თასმათა, ანუ ქსოვილთა რათმე შესაკრავი რკინის ბალთა, ეგრეთვე ფოლადისა, ვეცხლისა და სხ. საჩხულეტით ენითურთ.

Ⴀბი – ქაშთაჯი.

Ⴀბლაბუდა – ბუდე, გინა ქსელი დედაზარდლისა.

Ⴀბრა – ცოთი, გინა საჭარბავი.

Ⴀბრაგანი – არეკნება, ჩოგნისაგან ბურთის შეღმა აკურა.

Ⴀბრაკი – წურწუმა ალთაფა (ნახე Ⴑარწყულთან).

Ⴀბრამადი – ნაზირი (ნახე Ⴌაზირთან).

Ⴀბრამიანი – ღვინის ბოღლიწო, თაფლითა ანუ შაქრით ზავებული, ამას გააკეთებენ ახალწელიწადს და შეინახვენ ვიდრე წინადღედმდე ნათლის ღებისა და მაშინ მიიღებენ.

Ⴀბრეშუმა – ჭინჭარს შეეხვევა ეს ბალახი.

Ⴀბრეშუმი – ჭიჭნაური.

Ⴀბურცება – აბებრება.

Ⴀბუტარაკი, აპუსტრაკი – შხამა ბალახი.

Ⴀბუჩი, აბუჩალაკი – დაუპატიჟებელი და ძალადშევარდნილი სტუმარი, არაფრად მიჩნეული.

Ⴀბჯარი – ზოგადი სახელი საჭურველთა და უფრორე ტანზედ საცმელთა ჯაჭუთა და მისათანათა ომსა შინა სახმართა. Ⴑახენი ამისნი იხილენ ლექსთა თანა Ⴆუჩი და Ⴟავშანი.

Ⴀბჯროსანი – აბჯრით მოსილი, ჩაჩნაგირი.

Ⴀგარა – საზაფხულო სადგური.

Ⴀგარაკი – დაბა, ანუ სახნავი, გინა სავენახე ადგილი.

Ⴀგდება – (ავაგდებ) შეღმა შესროლა // (ავიგდებ) განკიცხუა, გაქირდვა.

Ⴀგება – (ავაგებ) აღგება, აშენება // აცმა, გატარება ძაფისა ნემსის კურწში და მისთანანი.

Ⴀგებულება – ცხოველთ შინაგანი შენობა, ანუ სტომაქი.

Ⴀგენნიტოს – აუგებელი, ანუ აუშობელი.

Ⴀგერ – აი, აჰა, ანუ აწის შემდეგი (ნახე Ⴄსერა).

Ⴀგვისტალი – ნახე Ⴀღვისტალი.

Ⴀგვისტო – ქველთობისა, ანუ მარიალისა (ნახე Ⴆოდიაქო).

Ⴀგორება – (ავაგორებ, ავგორდები) აღმართში ატანა გორებით, ანუ ასლვა გორვით.

Ⴀგრე – ეგრეთ.

Ⴀგრემც – მაინც, ანუ ნეტამც.

Ⴀგური – გამომწვარი ალიზი.

Ⴀდამანტი – ნახე Ⴀდამასი.

Ⴀდამანტისა —

Ⴀდამასი, ადამანტი – ალმასი.

Ⴀდამიანი – ადამის ტომი, ე.ი. კაცი.

Ⴀდგილი – სივრცე დასატევნელი, ანუ შეცვლილი რისგანმე, გინა [დაჩნეული], დაჩნეული – ადგიდ, ადგილად, ადგილს.

[Ⴀდგომა – (ავსდგები) სტოლიდამ ადგეს, დარჩეს სტოლზე]

Ⴀდვილი – არა ძნელი, ან მარჯვე.

Ⴀდიდა – რკინის ფიცარი დახურეტილი გასაწევად მავთულთა.

Ⴀდლი – საზომი ხუთის ან ოთხის მტკავლის ოდენი.

[Ⴀდონაი] {ებრაულად უფალი}

Ⴀდრე – დანიად, მსწრაფლ, ანუ უწინარეს ჟამისა.

Ⴀდრეული – ადრე შემოსული.

Ⴀდრინდელი – დიდის ხნისა.

Ⴀდუღება – (ავადუღებ) მდუღარედ შექმნა.

Ⴀედონი – იადონი, ბულბული, ვარდის ჩიტი.

Ⴀეშაგი – მსტოვარი.

Ⴀვადობა – უძლებობა, სნეულობა.

Ⴀვაზა – მომცრო ვეფხი (Ⴃარეჯანიანში).

Ⴀვაზაკი – აშკარად მტაცებელი, მეკობრე და მარბიელი.

Ⴀვაზანი – აუზი, ისარნები.

Ⴀვაჯა – ხმამომაღლოდ და გაუგრძელებლად გალობა, ღიღინი.

Ⴀვბედი – ავის ბედისა.

Ⴀვგარდანი – ლაპოტი, დიდი ჩამჩა.

Ⴀვგული – მრისხანე, ჯავრიანი.

Ⴀვდარი – ცუდი დარი, წვიმიანი ტაროსი.

Ⴀვენა – ბოროტის მოუბარი.

Ⴀვეჯი, ავეჯულობა – სახლის ჭურჭელი და რაგინდარა სახმარი.

Ⴀვ-ზნე – ცუდის ზნისა.

Ⴀვთრათი – ბარათი (ნახე Ⴜერილთან).

Ⴀვი – არა კეთილი, ცუდი, უბადო.

Ⴀვილი – ნესტვი, სალამური.

Ⴀვი – მავნე მდაბიონი უხმობენ მინდურის ალს.

Ⴀვკაცობა – ცუდი საქმე.

Ⴀვლი – ფერფლი, ნაცავი, ანუ ნაგავი.

Ⴀვლინი – სანაგვე.

Ⴀვმუცელი – მსუნაგი, გაუმაძღარი; ავმუცლობა, გაუმაძღრობა.

Ⴀვობა – სიცუდე.

Ⴀვპირი – ავენა.

Ⴀვჟანდა – უნაგირის უზანგო // პაიჭთა და შალგართა ფეხთა ქვეშე გამოსაკრავი ზორტი.

Ⴀვრიტი – ხის ხრალთაგან შეგრეხილი თოკი (ნახე Ⴑაბელთან).

Ⴀვსება – ნახე Ⴀღვსება.

Ⴀვშანი – მცენარებს გაჯიანთა და მლაშეთა ადგილთა ზედა.

Ⴀვშარა – სილა, ქორაკი, ულაგმო აღვირი.

Ⴀვშარაჯი – ხილთა, ანუ მხალთა წვენი, შაქრით შემზადებული, სასმელად.

Ⴀვხანა – სანეშტე, ფეხის ადგილი.

Ⴀზავერი – ხარი საკიდარი (Ⴆროხასთან ნახე).

Ⴀზარმაცი – დიდი კეტი ასაწევი სიმძიმეთა (Ⴟოხთან ნახე).

Ⴀზარფეშა – ნოღართო, გრძელტარიანი სასმისი ვეცხლისა.

Ⴀზატი – თავისუფალი.

Ⴀზევა – (ავზევ) აწევა, მაღლა აზიდვა.

Ⴀზიდვა – (ავზიდავ) იგივე აზევა // Ⴋაღლა ატანა მრავალთა.

Ⴀზმნობა – ზმნობა უნდა (Ⴈქ ნახე).

Ⴀზნი – დიდგვარი, წარჩინებული.

Ⴀზნაური – თავისუფალი // წარჩინებული, უხუცესი ანუ დიდებული // ხოლო აწ ჰნიშნავს კეთილშობილსა.

Ⴀზნაურება – თავისუფლება, არავისი მონება.

Ⴀზრი – იხილე ჰაზრი.

Ⴀზღუდი – ტანთსაცმელთა თეძოს თავს ქვემოთ ირიბად ჩაგდებული ნაჭერი.

Ⴀთაბაგი – არაბულად მამამთავარი, უმაღლესი მთავარი შემდგომად მეფისა. Ⴒიტლო ესე მიეცა Ⴀხალციხის მთავარსა Ⴑერგის Ⴟაყელსა VI Ⴂიორგი მეფისაგან გარემო 1330 წლისა (იხილე Ⴕართლის ცხ [ოვრება]).

Ⴀთასი – ათჯერ ასი.

Ⴀთასისთავი – უხუცესი ათასთა.

Ⴀთეული – ნაათალი, მეათედი ნაწილი // ათიანი.

Ⴀთვალწუნება – (ავითვალწუნებ) შეძულება, მოძაგება.

Ⴀთისთავი – ათთა ზედა უხუცესი // ათეული, მეათედი ნაწილი.

Ⴀთლა – (ავსთლი), აჭრა, თხლად ასერვა.

Ⴀთრთოლება – (ათრთოლებს) აკანკალებს, (ათრთოლდების).

Ⴀთქჳრება – ხორცის გატენა სიმსუქნით ან დაზღმურდლვა // ხილთა მცირედ სამწიფედ მოსლვა.

Ⴀთქულეფა – ასულეფა, ძაღლთაგან ენით ამოჭმა წუნიანისა.

Ⴀთცხრამეტური – მთოვარის მოქცევა (ნახე Ⴆედნადებთან).

Ⴀთძალი – ათსიმიანი საკრავი.

Ⴀი! – აჰა, შორისდებული ჩვენებითი.

Ⴀიაზმა – ნაკურთხი წყალი სასხურებლად.

Ⴀივანი – დერეფანი ან ეზო.

Ⴀკავლება —

Ⴀკათისტო – დაუჯდომელი.

Ⴀკაკი – ბრინჯის ხე.

Ⴀკანათი – სირთ მახე (იხილე Ⴋახესთან).

Ⴀკანკალება – კუალად ათრთოლება.

Ⴀკაპი – აკაფი (ნახე Ⴀლიკაპი)

Ⴀკარა, აკრა – ზღვის პირი კლდოვანი, ქედი ზღვიდან წარზიდული.

Ⴀკარვება, აღკარვება – (აღვიკარვებ) გარდანაცუალება ადგილისა კარვებითურთ.

Ⴀკაური – ასიდა, ჟრუნი.

Ⴀკელდამა – ებრაულად აგარაკი ანუ დაბა სისხლისა; ამისგან წოდებულ არს აკლდამა მიწაში შეკრული კამარა მკუდართა გუამთ დასადებად და მისვე ებრაული ლექსისგან დამა მიღებულ არს ქართულად ლექსი დაბა, რომელია სოფელი ან შენობა, ვითარ Ⴀხალდაბა, Ⴃაბნები, Ⴓდაბნო, Ⴓდაბური და სხ.

Ⴀკვანი – ჩჩვილთ სარეცელი სარწებელი.

Ⴀკვეთა – (ავჰკვეთ, ავკვეთ) აღსპობა, დაცხრობა.

Ⴀკვეცა – აღკვეცა (ავჰკვეც) აკრეჭა თმისა ახალ ნათელღებულისა, ანუ სამღუდელოთა თავისაგან კურთხევის დროს.

Ⴀკვიატება – (ავიკვიატებ) ცუდი საქმის გამოკიდება, ან დაჟინება. // (ავეკვიატები) გარდაკიდება.

Ⴀკიდება – (ავჰკიდებ, ავიკიდებ) დატჳრთვა საპალნითა.

Ⴀკიდო – ჯაგანი, ხილნი ერთად შებმულნი წნელითა.

Ⴀკინძვა – (ავჰკინძავ) ქაღალდთ მიკერება ერთმანერთზედ.

Ⴀკინჭილება – აკვიატება.

Ⴀკლდამა – ნახე აკელდამა და საფლავი.

Ⴀკლება – (ავიკლებ) დარბევა, წარტაცება ქონების.

Ⴀკოლოთია საგალობელი, წესი, ანუ შედეგი საეკლესიოს ლოცჳსა.

Ⴀკრა – აკარა (Ⴉონცხი ნახე).

Ⴀკროსტიხი – (Ⴉიდურწერილობა ნახე).

Ⴀკუთა – მცირე თორნე, ანუ ქურასავით ქუაბის სადგამი.

Ⴀკუმი – არც მამალი, არც დედალი, გინა ქალაბიჭა.

Ⴀლაბასტრი – ქუა მარმარილოს უმჯობესი, რომელიც გაითლების ჭურჭლად.

Ⴀლაბულა – ჩალაბულა, ნოტიოთ სიმღურივე, ჩალითა და ბეწვით ნარევი.

Ⴀლაგი – გზა, ანუ კუალი, უალაგო ალაგას.

Ⴀლალო – ჰარალალო, მსოფლიოთ სიმღერის ჩასართავი, რომელიც გარდაუქმნიათ საეკლესიოს გალობისაგან ალლილუია, ვითა რუსული აჲ ლჲული, ლჲული, ამისივე ნაკვეთი არს ოროველი, ჰოროველო.

Ⴀლალი – ოლოლი.

Ⴀლამი – მომცრო დროშა, სპარსულად ალამ // ანუ ნიშანი რამე შუბთა ზედა და მისთანათა, ან ნაჭერი რისამე ნიშნად.

Ⴀლამდარი – მედროშე, ალანდარი.

Ⴀლანძვა – (ავლანზავ) ნაკვერცხალზედ შეგდება გამოსაცხობის პურისა ან მწვადისა საჩქაროდ, რომ გარედამ დაიწვას და შიგნიდამ უმი დარჩეს.

Ⴀლაო – ფქვილი დაწვიმული, რომელიც კარგად არ მოიზილება, არც გაღვივდება.

Ⴀლარვა – (ავლარავ) აქოქლვა, ერთმანერთზედ მიკერება ნაჭერთა გამოჭრილის ტანისამოსითა, რომელსაც შემდგომად დაედება სარჩული და დალიანდაგდება.

Ⴀლატა – ალა, საფქვილე ალა {წისქვილის საფქვილე კასრი.

Ⴀლაფი – ნაშოვარი საქონელი ჟამსა ბრძოლისასა.

Ⴀლაფობა – (ვალაფობ) აკლება, დატაცება, აფორიაქება.

Ⴀლაფი – მეფქვილე, ფქვილის მოფარდული.

Ⴀლაწოდა – უშვერად მაღალი.

Ⴀლდატი – ალქატი, ანუ.

Ⴀლერდი – (ბალ.) იონჯა, ნედლი ბალახი.

Ⴀლერსი – საამო სიტყვა, საამოვნო ლაპარაკი (ვუალერსებ, ვეალერსები) სიამოვნით შემთხვევა, შეტკბობა.

Ⴀლვა, ალვახაზი – პუნგია, მოდუღებული და დაზელილი თაფლი საჭმელად.

Ⴀლვისხე – სარო, კჳპაროზი.

Ⴀლთაფა – აბრაკი, წურწუმა.

Ⴀლი – ცეცხლის ნივთი ზეაღმავალი და მანათობელი.

Ⴀლი – მინდორთა და ტყეთა შინა ავი, მავნე, ქაჯი, (მდაბიონი ესრეთ ჰგონებენ და იმერნი უხმობენ ჭიმკად).

Ⴀლიზი – გამოუწვავი აგური.

Ⴀლიკაპი – დანდალი, ხის აღვირი.

Ⴀლიონი – დილის სინათლის გამოჩენა უწინარეს მზის ამოსლჳსა (Ⴃილასთან ნახე).

Ⴀლიოქოთი – არეულება, ამბოხება.

Ⴀლისარჩული – სუნნელი ბალახის ყუავილი, ზაფრანის მსგავსი, ძოწეულის საღებავი.

Ⴀლისფერი – წითელის ცეცხლის ალისფრად.

Ⴀლკაპი – ფარდა საკრავთა {საკრავის ფერდა – Ⴑაბას ლექსიკონი}.

Ⴀლმაგი, იალმაგი – საომარი სამოსელი, ჯაჭუთა გარეგან საცმელი.

Ⴀლმასი – თუალი პატიოსანი (Ⴀდამასი ნახე).

Ⴀლმაცერი – შეღმად ირიბი, ვითა გაშლილის თითების ცერი შეღმა დადგება.

Ⴀლმედად – მხარიღლივ.

Ⴀლმური – ცეცხლის ალი კუამლითურთ შავწითლად აღმავალი.

Ⴀლნება – ნახე Ⴘეალნება

Ⴀლო – ნახნავი მიწა მიზდად გუთნისდედისა, მეხრეთა, შებმულთა ხართა და სხ.

Ⴀლოვნება – ალოს მოხნვის დრო.

Ⴀლო – საბრი, ნაწვეთი სუნნელთა ბალახთა.

Ⴀლუბალი – ბალღოჯი.

Ⴀლქატი – მსუბუქი, მჩატე, დამშხალული.

Ⴀლღო – ნადირთაგან გრძნობა მონადირეთ მიპარვისა // კაცთაგან მიხდომა მომავლის განსაცდელისა.

Ⴀლყა – აბრეშუმის ძალი, ანუ მეტალლთ სიმი საკრავთათჳს // გარშემო დადგომილი ლაშქარი.

Ⴀლჩუ – ვეგის ზევითი გვერდი რაოდენვე ჩაღრმავებული, რომლისაც მეორეს გვერდს ჰქვიან თოხანი.

Ⴀმაგი – ზრუნვა, გულს მოდგინება, ვითარცა ამაგი და ჭირნახული.

Ⴀმალი – ანაზდად შიმშილით მიბნედა.

Ⴀმალი – ზურგით ტჳრთის მზიდავი მუშა.

Ⴀმანათი – ბერძულად საწინდარი // რუსულად მზევალი // ქართულად ანაბარი, ე.ი. ნივთი მიბარებული ან გაგზავნილი ვისთანმე.

Ⴀმაო – ცუდი, უქმი, ბედითი.

Ⴀმაოდ – ცუდად.

Ⴀმაოდ – მორწმუნე ცუდმორწმუნე, გარდამეტებით მჩემებელი ღვთის მსახურებისა, ანუ რეგუნულად დამჯერებელი სიცრუვისა.

Ⴀმაოება – დაუდგრომელობა, უხანობა საწუთროსი.

Ⴀმაოხრებელი – {ნახე Ⴀღოხრება}.

Ⴀმარად – მისს ნებაზედ, ანუ მისის იმედით, ვითარ დაშთომილი ღვთის ამარად, შენს ამარად.

Ⴀმართვა – (ავმართავ) აღმართება, მაღლა აწევა და დადგენა საჩინოდ.

Ⴀმარტა – ეშმის ქუა.

Ⴀმაღლება – (აღვამაღლებ, ავმაღლდები) მაღლა აწევა, ანუ ასლვა // დღესასწაული შემდგომად პასექისა მეორმოცესა დღესა მოსახსენებელად ხორცითა ზეცად Ⴕრისტესისა.

Ⴀმბა – ნახე Ⴀბბა.

Ⴀმბავი – იხილე ჰამბავი; ამბარი, ამბრა სუნნელი, იხილე Ⴠამბარი.

Ⴀმბარი – საფქვილე ზანდუკი, ანუ სახლი, ბეღელი პურის შესანახავი.

Ⴀმბარდარი, ამბარდანი – მუჯირი, მნე საამბარდნოსი.

Ⴀმბარჩა – ფარღული, მანიაკი.

Ⴀმბიონი, ამბონი – მაღალი ადგილი საკურთხევლის წინ გინა სამქადაგებელო და საფსალმუნე (Ⴀღსავალთან ნახე).

Ⴀმბორი – სულიერი მოკითხუა და შემთხვევა.

Ⴀმბორება – (ვუამბორებ, ვეამბორები, ამბორს ვუყოფ) მიახლებით შემთხვევა.

Ⴀმბოხი – დაუწმენდელი მაჭარი (ნახე Ⴖვინოსთან) // შფოთი, არეულობა, ამბოხება.

Ⴀმება, დაამება – (ვაამებ, დავაამებ) სიამოვნების მიცემა // (მიამების) მხიარულების მიღება // სატკივრის დაამება, მოკლება.

Ⴀმეთჳსტო – თუალი პატიოსანი მიისფრო (ნახე Ⴑპეკალი).

Ⴀმიანტოს – კლდის ქუა ესოდენ ლბილი, რომელ დაისთვის ბაბმბასავით, ხოლო ნასთი ანუ ნაქსოვი მისი არ დაიწვის ცეცხლთა შინა.

Ⴀმიანური – ბადიანი ქისა, ჯუზდანი.

Ⴀმიერ – აქეთგან, ანუ გამოღმა.

Ⴀმიერ და იმიერ – აქეთ და იქით, ანუ გაღმა-გამოღმა.

Ⴀმიერითგან – ამ ჟამიდამ.

Ⴀმინ – ჭეშმარიტად, ნამდვილად.

Ⴀმინდი – კეთილშეზავებული ტაროსი მოსავალთათჳს, ანუ მოგზაურთა.

Ⴀმირ, ამირა, ამირი – არაბულად უმთავრესი, ანუ უხუცესი, {ამირ-ალ-ბაჰრ – ზღვათ უხუცესი}, იხმარების უფრორე რთულად სხუათა ლექსთა თანა შემდგომთა.

Ⴀმირახორი, ამილახვარი – ვზინდართ უხუცესი, მეჯინებეთ უხუცესი.

Ⴀმირბარი – სახლთ უხუცესი.

Ⴀმირეჯიბი – ეჯიბთუხუცესი.

Ⴀმირმუმლი – ხალიფა, Ⴁაღდადის ხემწიფე ძველთა მაჰმედიანთა.

Ⴀმირსპასალარი – უმთავრესი მხედართმძღუანი.

Ⴀმისთანა, მაგისთანა, იმისთანა – ითქმის სამთა პირთადმი, ხოლო ზოგად მისთანა (ნახე ლექსი ესე).

Ⴀმისთჳს, ამისგამო – კავშირი მიზეზობითი.

Ⴀმლაკი – ჭრელი ცხენი.

Ⴀმო – საამოვნო, სასიამოვნო, განსასვენებელი.

Ⴀმოდ – ნელად, სიამოვნით.

Ⴀმობრძანება – (ამობრძანდა) ასლვა მაღალთა გუამთა.

Ⴀმოგდება – (ამოვაგდებ) მაღლა ასროლა // ამოფხურა, აღსპობა.

Ⴀმოგება – (ამოვიგებ) იმერულად გამორთმევა წაღებულისა, ან პოვნა დაკარგულისა.

Ⴀმოგლეჯა – (ამოვჰგლეჯ) ამოძრობა ან ამოხევა.

Ⴀმოდგმა – (ამოვსდგამ) ქვეიდამ მაღლა დადგმა // ენის ამოდგმა (ამოვიდგამ) ითქმის ჩჳლთათჳს, ოდეს იწყებენ ლაპარაკსა.

Ⴀმოვარდნა – (ამოვარდება) ესე არს ვნებითი ზმნისა ამოგდება.

Ⴀმოვსება – (ამოვავსებ) ცარიელის ავსება პირამდინ // (აღმოვივსებ) წყლის ამოღება.

Ⴀმოზევა – {ნახე Ⴀზევა}.

Ⴀმოზიდვა – (ამოვზიდავ) ამოწევა, ამოყვანა, ანუ ამოტანა მრავალთა.

На страницу:
1 из 5