bannerbannerbanner
Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე
Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე

Полная версия

Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე

текст

0

0
Язык: Русский
Год издания: 2018
Добавлена:
Настройки чтения
Размер шрифта
Высота строк
Поля
На страницу:
2 из 5

Ⴀმოთლა – (ამოვსთლი) ღრმად ამოჭრა რბილისა რისმე.

Ⴀმოთხრა – (ამოვსთხრი) ამოჭრა მიწაში ღრმად ორმოთა და მისთანათა // ამოჭურეთა ხისა რკინის იარაღით // გქანდაკება ხეთა და ქუათა ზედა ბეჭდისა, სახისა რისმე და სხ.

Ⴀმოკვეთა – (ამოჰვკვეთ) ამოთხრა, ამოჭრა // გაუქმება ცუდისა რისმე წესისა.

Ⴀმოკიჟუა – (ამოვიკიჟავ) ცალი თუალის მცირედ მოხუჭვა.

Ⴀმორეხვა – მეტად გაძღომა.

Ⴀმოსავარდნელი – ღირსი ამოფხურისა, დაკარგვისა.

Ⴀმოსკუნა – (გულს ამოვისკუნი) სლუკსლუკით ტირილი, ამოხვინჩვა გულისა.

Ⴀმოსლვა – (ამოვალ) მაღლად ასლვა.

Ⴀმოსრუტვა – (ამოვსრუტავ) ამოწოვნა ნოტიოსი ბაგით, მასრით, ტუმბოთი და სხ.

Ⴀმოტუზვა – (ამოვიტუზები) მოფარება, მალვით დგომა.

Ⴀმოფხურა – ნახე აღმოფხურა.

Ⴀმოქოლვა – (ამოვქოლავ) ქვით ამოშენება.

Ⴀმოღება – (ამოვიღებ) აღმოხმა, შთადებულის ამოზიდვა.

Ⴀმოშენება – {ნახე აშენება}

Ⴀმოცოხნა – იხილე აღმოცოხნა.

Ⴀმოძრობა – (ამოვაძრობ) ამოწევით ამოღება, ამოგლეჯა.

Ⴀმოწევა – {ნახე Ⴀწევა}

Ⴀმოჭრა – (ამოვსჭრი) ამოკვეთა, ამოთლა.

Ⴀმოჭურეთა – (ამოვსჭურეთ) ამოჭრა ხეთა საჭურეთლითა.

Ⴀმოხუნეშა – (ამოვიხუნეშ) ამოკუნესა, ამოიხრვა დიდის სულის კვეთით.

Ⴀმპარტავანება – ზუაობა, თჳსება ამპარტავანისა, (ვამპარტავნობ).

Ⴀმპარტავანი – დიდების მნდომი, სწავლის მოთაკილე და უმსგავსოდ გულმაღალი.

[Ⴀმპიწი – ლათ. ambitiosus {ambitio – კანდიდატების გარშემო ტრიალი, ანუ წრეში სიარული თავის მოწონების მიზნით}].

Ⴀმრეზი, ამრეზილი – მოქურუხებული, გაბუტვილი.

Ⴀმრეცი – მცირედ აღმართი, ვითა დამრეცი მცირედ დაღმართი.

Ⴀმტუტება – (ავამტუტებ) არევა მიშლა-მოშლა, აფორიაქება.

Ⴀმფსონი – პურის მტე, ანუ ამქარი (Ⴔსონი ნახე).

Ⴀმქარი – ერთის ხელობის ოსტატი.

Ⴀმქმელი – ბებია, მეანი, დედათ მოურავი.

Ⴀმღურევა – (ავამღურევ) ნოტიოთ არევა

Ⴀმყოლი – თან ადევნებული, მიმდევი // კარის წირთხები, ჩარჩოები.

Ⴀმხანაგი – მოძმე, მოყუასი, ანუ მონაწილე.

Ⴀმხედრება – (ავმხედრდები) ცხენს შეჯდომა ლაშქართა,.

Ⴀნაბარი – ამანათი მიბარებული ნივთი.

Ⴀნაგები – აგებულება, შენაწევრებულება // ვითარება კეთილი, ანუ უდარესი ძნიად შეძრვადი // აშენებული.

Ⴀნაგული – გაჩეჩისაგან დანარჩენი რიოში მატყლისა, ანაჩეჩი.

Ⴀნაზდი, ანაზდეული – უეცარი, მოულოდებელი.

Ⴀნალოღია – საწიგნე, მარალი სკამი წიგნთ დასადები წასაკითხად.

Ⴀნამტკიცი – გამტკიცულის ფქვილის ანაცერი ქატო.

Ⴀნაფორა – სამღუდელოთა ზეიდამ საცმელი სახლებგანიერი პალეკარტი, ხოლო ჰნიშნავს მოხსენებასა, თხოვასა // ანუ არს რიტორული ნაკვეთი, რომელთა განმეორება, ოდეს ერთი და იგივე ლექსი დაიდების თავად რაოდენთამე შინა წევრთა პერიოდისათა, მაგალითად, სიყვარული სულგრძელ არს, სიყვარულსა არა შურნ, სიყვარული არა განლაღნის და სხ. Ⴂინათუ რაოდენჯერ განმეორების და ესე ვითარნი.

Ⴀნბანი —

Ⴀნგაარება – უსამართლოდ შეკრება, მოხვეჭა.

Ⴀნგაარი, ანგარი – უსამართლოდ შემძინებელი.

Ⴀნგარიში – რიცხჳ, სათუალავი.

Ⴀნგელოსი – ქადაგი, მომთხრობელი // არსება გონიერი, უსხეულო, დასაბამიერი, წინაშე ღმრთისა მდგომელი (ნახე Ⴃასი).

Ⴀნგელოსებრივი, – ანგელოსური.

Ⴀნდაზა – მორფი, მაგალითი.

Ⴀნდამატი – ნახე ადამანტი.

Ⴀნდე – მცირედ ხედვა ბნელაში, ანდეზედ.

Ⴀნდერძი – დავედრებული სიტყვა, ანუ წერილი მიცვალებულისა, გინა შორად წარმავალისა // აღთქმა, პირობა.

Ⴀნდერძნამაგი – ანდერძის წერილი.

Ⴀნდრიანტი – აღალმა, ძეგლი, გამოქანდაკებული სახე მეტალთაგან, ქუათა, ანუ ძელთა.

Ⴀნეული – გაზაფხულის ნახნავი.

Ⴀნთება – ნახე აღნთება // სნეულის დიდი სიცხე.

Ⴀნთიმონი – სურმა, მოშავო ლითონის ქუა გოგირდიანი.

Ⴀნთრაკი – ნაკვერცხალი //თუალი პატიოსანი ცეცხლისფერი (Ⴑპეკალი ნახე) // მუწუკი ფრიად ტკივილიანი, ბედნიერი.

Ⴀნთჳპატი – მოადგილე ჳპატისა (ნახე Ⴣპატოსი).

Ⴀნისული – ცერეცო, რომლისა თესლი არს სუნნელი და სამკურნალო.

[Ⴀნკანაკი – ნახე ლახვარი]

Ⴀნკანაკობა – ლხინობა და სიმთურალე.

Ⴀნკარა – უშხამო გველი, გველხოკერა.

Ⴀნკარა – ითქმის ზედშესრულად, ვითარ წყალი ანკარა, ე.ი. ფრიად სუფთა.

Ⴀნკესი – წილკავი რკინისა, წურილი ნემსკავი.

Ⴀნტაკრად – პირისპირ წინამებრძოლად.

Ⴀნტიფონი – Ⴀღსავალი ნახე.

Ⴀნტლია – წყლის ამოსაღები ტოლჩა.

Ⴀნუ, ან თუ – გინა კავშირი განწუალებითი.

Ⴀნჳქითი – ნახე ონჳქითი.

Ⴀნჩხლი – აპასი, გლისპი, გულპილწი.

Ⴀნცი – ცელქი ყრმა.

Ⴀნძა – ნაქუსი, ძალა, ძელი ამართული.

Ⴀნწლი – .

Ⴀნჯამა – კართ მისაკრავი რკინის კილო.

Ⴀნჯმნი – სააჯმნო, აშკარა, საქვეყნო.

Ⴀობა – მყოფობა არსებისა და შემთხვევისა (Ⴀ-სთან ნახე).

Ⴀოშვა – (ავოშავ) ნახნავთა მეორედ გარდახნვა.

Ⴀოხრება – ნახე აღოხრება.

[Ⴀპაგანგი – ნახე Ⴂრივი]

Ⴀპანი და აპანისი – იანვარი (ნახე Ⴆოდიაქო)

Ⴀპაური – სამალდი, უღლის ტაბიკთ მოსაჭირებელი თოკი, შებმული ხართ ქედსა ქვეშე.

Ⴀპოთიკი – საკუჭნაო, სახლი შესანახავი სახლის სამზადისთა, ხოლო საკუთრად ეწოდების სამკურნალოთა წამალთა საცავსა.

Ⴀპოკალიპსი – გამოცხადება, წიგნი წმიდისა იოანე მახარობელისა.

Ⴀპოხტი, ახტაპოტი – გამხმარი პოხილი ხორცი ოთხპერხთა, მფრინველთა, ანუ თევზთა: ლორი, ოფიტონი, შაშხი და მისთანანი.

Ⴀპრიალება – (აპრიალდების) საჩქაროდ აგზნება ხმელის შეშისა.

Ⴀპრილი – იგრიკა (ზოდიაქო ნახე).

Ⴀპუტარაკი – (ბალ.) ნახე აბუტარაკი.

Ⴀრ, არა – უკუთქმითი მარცუალი (ნახე Ⴅერ) // ზოგჯერმე იხმარების ბრძანებითადცა, ხოლო ნიადაგ ბრძანების დამნიშვნელი არს ნუ.

Ⴀრაკი – ზღაპარი, იგავი.

Ⴀრამედ – მაგრამსავით, კავშირი განრემზომობითი.

Ⴀრამი – ნახე Ⴀარამი.

Ⴀრამონი, არაონი, რამონი, რიმონი – მცირე საწინდარი.

Ⴀრარა, არარაჲმე არაფერი – შეუძლებელი არს, ვერარა და ბრძანებითი ნურარა იხილენ თჳსთა ადგილთა.

Ⴀრაყი – რახი არაბულად ოფლი, რამეთუ სასმელი არაყი არს ქუაბის ოფლი, ხოლო ორნახადი არს აბეკამაქი.

Ⴀრაწმინდა – საძაგელი, უწმინდური; სული არაწმინდა (ნახე სული).

Ⴀრაწმინდება – განშორება სიწმინდისა და უმანკოებისაგან.

Ⴀრახჩინი – იარაღჩინი, თალფაქი.

Ⴀრგანი – ჯოხი საბრჯენელი (ნახე Ⴟოხთან).

Ⴀრდაბაგი – სარკმელი, ანუ გასავალი.

Ⴀრდაგი – მანდილი, წელზედ მოსაფენი ფეშტამალი.

Ⴀრდადეგი – ჟამი ზაფხულისა, ოდეს მზე შევალს ლომის ზოდიაქსა შინა.

Ⴀრდი – შინაური ვარდკაჭაჭა.

Ⴀრდი, არდიფრუ – ანაზდი (ნახე Ⴏამი).

Ⴀრე – ოთხი კუთხე ხმელეთისა, ანუ ოთხი დრო წელიწდისა. // საკუთრად გაზაფხული // სანახები, გარემონი ადგილნი, ანუ თემი, მხარე.

Ⴀრეას – მარიხი (ნახე ცთომილნი).

Ⴀრევა (ავრევ, ავურევ) აღრევა, – ურთიერთარს შეზავება სხვადასხუათა ნივთთა // მოშლა, შეშლა.

Ⴀრეკნება (აირეკნებს, აირეკნა) – ასხლეტა ან გარდაცემა,.

Ⴀრემარე – გარეშემო სანახები.

Ⴀრემარედ – აქა-იქ.

Ⴀრეულობა – აშლილობა, დაუდგრომელად ცხოვრება, ან აფორიაქება.

Ⴀრვე – ფარა თხათა და ცხუართა (Ⴟოგი ნახე).

Ⴀრთრონი – წევრი სიტყჳს ნაწილთა.

Ⴀრიოთი – გარეული ბალახ-ბულახი.

Ⴀრიფანა – ყრმათ საერთო პურობა (ნახე Ⴑერი და Ⴔსონი).

Ⴀრიფი – პურის მტე, ანუ შესაკუთრებული, შინა ყმა.

Ⴀრმაღანი – შორით მორთმეული ძღვენი.

Ⴀრმენაკი – წმიდა ტილო, ნარმა, სიდონი.

Ⴀრმური – ალმური, ღრუბელ-ნისლი ქარიანი და ელვიანი.

Ⴀრნადი, არნაბი – ტარიანი ფიცარი ბზისა და ხუავის სახვეტი კალოზედ.

Ⴀრნი – გარეული ცხვარი.

Ⴀრონა – პატარა გუთანი (ნახე Ⴄრქუანთან).

Ⴀრსება – რომელიცა პირველ არსისთჳს მიიცთომვის და რომელსა შინაცა არს კმაჲ მიზეზი, თუ რაჲსათჳს სხვაცა არს მას შინა, ანუ შესაძლებელ არს ყოფად // ნივთი მექონი ყოფისა, ანუ შინაგანი ძალი მისი.

Ⴀრსებითი – {არსებიანივე, არსებიანივით – საბას ლექსიკონი}.

Ⴀრსი – რაჲცაღა შესაძლებელ არს, ე.ი. რომლისა ყოფა არა წინააღმდგომ არს, ანუ მყოფი არსებასა შინა.

Ⴀრსობისა – არსების პური, სახმარი ცხოვრებისათჳს, მდღევარი.

Ⴀრტალა – საკლავთ უკანა ბარკალი, ანუ წვივი.

Ⴀრტაში და არტახი – გარეშემოსაკრავი ქარშიკი ჩჩჳლთა აკუნისა // ანუ მოტეხილთა ძუალთა შესაკრავი // გასათლელთ ძელთა მაგრად დამჭერი ქანჩი.

Ⴀრღა, არღარა აღარ – შემდგომს დროს არა, უკუთქმა მომავლისა დროსათჳს.

Ⴀრღავანი – ქუა მეწამული.

Ⴀრღვევა – (ავარღვევ) დაკერებულის დახსნა, დაშლა // აქცევა შენობისა.

Ⴀრშია, აშია – მოვლებული რამე ვიწროდ ნაკერთ კიდურებზედ.

Ⴀრშივი – წილი, კერძო,.

Ⴀრჩევანი – არჩევა // რჩევა, ვეზირობა, მოლაპარაკება საქმეზედ შეკრებულებაში.

Ⴀრჩვი – ფსიტი.

Ⴀრცა, – არცაღა არღა, აღარც.

Ⴀრძანი, არძანიკი – დიდი ლოდი ან მარილის ქუა (ნახე უარძანიკო).

Ⴀრწივაკი – სახლის მეორე ძელი.

Ⴀრწივი – ორბი, არწვი. // მრგუალი ფეხთა ქვეშე დასაგები მღუდელთ მთავართა, რომელსა ზედაცა გამოსახულ არს მფრინველი ესე.

Ⴀრხი – რუ, რუსხმული.

Ⴀრხიდიაკონი – უპირველესი იეროდიაკონთაგან, მხლებელთა მღუდელთ მთავრისათა (ნახე Ⴀიკონთან).

Ⴀრხიეპისკოპოსი – უპირატესი ეპისკოპოსი.

Ⴀრხიერი – მღუდელთ მთავარი (იხილე Ⴈერარხი).

Ⴀრხიმანდრიტი – მონასტრის განმგებელი უფროსი.

Ⴀრხინოტარი და პროტონოტარი – მწერალთ უხუცესი, მდივანი.

Ⴀრხილი – თხელი ბზარი (Ⴇოვლთან ნახე)

Ⴀრჯაკელა – არჯიოკა, ზერჩო, ორჯიოკი.

Ⴀრჯასპი – ძაღა, მიწალები, მომწუანო შავის საღებავი, ხმარებული ტყავთათჳს მეპრატაკეტაგან, ანუ მელნისთჳს.

[Ⴀრჯიოკა – ნახე Ⴀრჯაკელა]

Ⴀსაბია – მტერზედ საომრად თანმიმყოლი.

Ⴀსაკრავი – ერქუანთ და ურემთ საბმელი.

Ⴀსამაღლებელი – ლოცუათა დასასრულებელნი ლექსნი, ხმამაღლად სათქმელნი მღუდლისაგან სადიდებლად წმიდისა სამებისა.

Ⴀსარი – დინარის მეოცედი წონა ვეცხლისა, ანუ დანგი (ნახე Ⴑაწონთან).

Ⴀსე, ასრე – ესრეთ, так, ასეთი ესრეთი.

Ⴀსთაკვი – დუმიანი დიდი კიბო.

Ⴀსიდა – მიმინოს ჰგავს, ღამით ხედავს, ამისთჳს ღამურად უხმობენ, ზოგგან ყარყატი სწერია.

Ⴀსისთავა – .

Ⴀსისთავი – უხუცესი ასთა ზედა.

[Ⴀსკეცი – ასკეცი შვენება მოემატება.]

Ⴀსკილი – ველური ვარდი.

Ⴀსლი – არაბულად ნამდვილი.

Ⴀსლი – აჭარა, აჭარული ბრინჯი.

Ⴀსმენაკი – ნადირთ შესაპყრობი მახე (იხილე Ⴁადესთან).

Ⴀსო – წევრი, ნასხამი გუამისა // თჳთოეული კერძო წერილისა.

Ⴀსომთავრული ან მრგულოვანი – დიდრონი ასოები.

Ⴀსპარეზი – სტადიონი ან სარბიელი // მეიდანი, სათამაშო ადგილი, ანუ მინდორი.

Ⴀსპარეზობა – თამაშობა ასპარეზზედ, რბოლა, ჭენება და სხ. (ნახე Ⴇამაშობა).

Ⴀსპიროსი – აფროდიტი (ნახე Ⴚთომილთან).

Ⴀსპიტი – გველი ფრიად გესლიანი.

Ⴀსპიტი – შავი ქუა ფილაქანი, დარქმეული იაშმისა ან იასპის ფერისაგან.

Ⴀსრე – ნახე ასე.

Ⴀსტამი – ტარიანი ფართო რკინა ცომის ასაფხეკი, скобка.

Ⴀსულეპა – ათქულეფა

Ⴀსული – შვილი ქალი (ნახე Ⴉაცთან).

Ⴀსური – ასურელი. Ⴀსურეთი, Ⴀსურასთანი, Ⴑირია.

Ⴀსფალტოსი – შავი კუპრი.

Ⴀსხმა (ავასხამ) – მაღლა აყვანა მრავალთა // მძივთ აგება ძაფზედ (ნახე Ⴑხმა).

Ⴀტამი —

Ⴀტანა (ავიტან) – მაღლა აზიდვა.

Ⴀტაცება (ავიტაცებ) – ძალად ანუ საჩქაროდ აღება.

Ⴀტაცებული – გასტერებული ანაზდის სიხარულით ან შიშით.

Ⴀტეხა (ავსტეხ) – აგლეჯა // აღძრვა, აღზრზინება // (ავიტეხ) დაჟინება.

Ⴀტკრეცა – (აიტკრიცება) მცირედ ალანძღვა, გაწითლება.

Ⴀტკრეცილი – წამოწითლებული.

Ⴀტლასი – ფარჩა აბრეშუმისა.

Ⴀტლასი – წიგნი ღეოღრაფიულთა კარტათა.

Ⴀტმოსფერა —

Ⴀუარებელი – თქმად შეუძლებელი // უთუალავი.

Ⴀუგი – სარცხჳნელი, საკდემელი სიტყვა ან საქმე.

Ⴀუგიანი – სააუგო, სასირცხვილო.

Ⴀუზი – ავაზანი.

Ⴀურზაური – შეუპოვარი, თავხედური, ლაღური.

Ⴀუშტარი – ოსტიგანი, სასმელ-საჭმელთ მნე.

Ⴀუცილებელი – მიუცილებელი, თანაწარუვალი, თანაწარუხდომელი.

Ⴀფაური – ერთგუარი სალესავი (ნახე Ⴑასრევთან).

Ⴀფთარი —

Ⴀფთექა —

Ⴀფთი – მახვილი ფართო პირიანი და ტარგრძელი.

Ⴀფთიონი, აფქიონი – ტიმონი ნახე.

Ⴀფოლხვება – მოშვება, მოდუნება.

Ⴀფორიაქება (ავიფორიაქებ) – აკლება, აოხრება.

Ⴀფრა – ნავთ იალქანი, აფრის ქსელი იგივე.

Ⴀფრაკი – პირმრუდე ფიცარი.

Ⴀფროდიტი – ნახე Ⴚთომილთან.

Ⴀფსინთი – აბზინდა.

Ⴀფსკა – ფრიად თხელი კანი (Ⴕერქტან ნახე).

Ⴀფუტკნვა – (ავფუტკნი) არევა, აქოთება.

Ⴀფხურა – ნახე Ⴀღფხურა.

Ⴀქ, აქა – ამ ადგილას, ესე ეკუთნვის პირველსა პირსა, ხოლო მეორესა – მანდა და მესამესა – იქ, იქი, მუნ.

Ⴀქამომდე – ამ ადგილად, ანუ ჟამადმდე.

Ⴀქავება, აქავლება (აჰქავა, აჰკავდების) – აშლა ქავილისა ანუ ფხანისა.

Ⴀქანდაზი – ფითხი, ცეცხლის ასაღები ასტამი ან პატარა ნიჩაბი.

Ⴀქატი – აღატი (ნახე Ⴑპეკალი).

Ⴀქეთ – ჩემკერძო; აქეთი ამიერი.

Ⴀქიმი – მკურნალი.

Ⴀქლემი – ცხოველსა ამას ახტასა ლოინი და ნარი, ხრდალსა – ჯამა, შვილსა მცირესა – კოზაკი, მოდიდოსა – დუკტი.

Ⴀქმა – (ავიქუამ, ავექმი) ნახე Ⴀღქმა.

Ⴀქოთება – (ავაქოთებ) აფუტკნვა, არევა, აშლა.

Ⴀქოლვა – (ავჰქოლავ) ქვით ამოშენება, ამოქოლვა.

Ⴀქოქლვა – (ავჰქოქლავ) ალავრა ან საჩქაროდ ერთმანერთზედ მიკერება საკერავის ნაჭერთ რიგზედ მოსაყვანად.

Ⴀქცევა – (ავაქცევ) არღვევა, მაღლა შექცევა // (ავუქცევ) გზის დაგდება.

Ⴀღალი – ბაკი.

Ⴀღალმა – ანდრიანტი.

Ⴀღაპი – სიყუარული, მეგობრობა, ძველთა ქრისტეანეთაგან შემოღებული პურობა ეკლესიის კარზედ მოსახსენებელად მიცუალებულთა, რომლისათჳს უცოდებიათ აღაპი.

Ⴀღარ, აღარა – (ნახე Ⴀრღა).

Ⴀღატი, აღათი აქატი – ქუა აყიყი.

Ⴀღაჯი – ერთი საათის სავალი (Ⴋილი ნახე).

Ⴀღბეჭდვა – (აღვბეჭდავ) ბეჭდის დასმა // მირონის ცხება.

Ⴀღბორგება – (აღვაბორგებ, აღვბორგნები) აღშფოთება.

Ⴀღგება – (აღვაგებ) აშენება.

Ⴀღგვა – (აღვგავ, აღვგჳ) ანიავება.

Ⴀღგზება – (აღვაგზებ, აღვეგზნები) ანთება, აპრიალება.

Ⴀღდაჭი – ალდატი, ბიცი.

Ⴀღდგენა, აღდგინება – (აღვადგენ, აღვადგინებ) წამოყენება, წარმოდგენა // აღშენება, ანუ განახლება, ახლად აღგება // აღმართება, უკეთესს მდგომარეობაში მოყვანა // მკუდრეთით აღდგინება, განცხოველება.

Ⴀღდგომა – (აღვსდგები) დადგომა, წარმოდგომა, აღმსთობა // მიხდომა, ზედა დასხმა // აღჭურვა, შებმა ბრძოლად // ამოსლვა ქარისა, ავდრისა და სხ. // განცოცხლება, აღდგომა მკუდრეთით.

Ⴀღება – (აღვიღებ, ავიღებ) აზიდვა, მოსმა ხელის დავლებით // გამორთმევა სხუათაგან ხელდახელ, ანუ გამოგზავნით // მოგროვება, აკრეფა // აღება პირისა ე.ი. გაღება, განსმა.

Ⴀღება, აღებანი – აღების ღამე ანუ დღენი მარხვათ შემოსლჳს წინა დღენი ანუ ღამე.

Ⴀღებმიცემა —

Ⴀღელება, აღელვება – (ავაღელებ, აღელდების) აღძრვა ზღუათა, ფურთუნი.

Ⴀღვიარება – სარწმუნოების წარმოთქმა (ნახე Ⴀღსარება).

Ⴀღვირედი – რახტი, ოქროთი დაფერილი და მორთული ლაგამი.

Ⴀღვირი – ურგოლო.

Ⴀღვისტალი – ეჯიბი, ნაიბი.

Ⴀღვლენა, აღვლინება – (აღვავლენ, ვლინებ) ზე აგზავნა, შეწირვა.

Ⴀღვსება – (აღვავსებ, აღვივსები) სავსედ შექმნა // ვის შორისმე წარმოება რისამე // შესრულება, გათავება.

Ⴀღვსების – დღენი საუფლოს პასექის წინა დღენი.

Ⴀღზავება – განზავება (ნახე Ⴘეზავება).

Ⴀღზავებული – შერეული, აღრეული.

Ⴀღზუავება – (აღვზუავნები) გაამპარტავნება, განლაღება.

Ⴀღზრდა – (აღვზრდი, აღვიზრდები) განზრდა, გაზდა.

Ⴀღზრზინება – (აღვაზრზინებ) აღშფოთება, ატეხა.

Ⴀღთქვეფა – (აღვსთქვეფ) არევა, გაქნა, გათქვეფა.

Ⴀღთქმა – (აღვსთქუამ) შეთქმა, აკვეთა, საზღურის დადება, რათა არა გარდახდეს, // (აღვუთქვამ) დარწმუნება აღსრულებისათჳს რისამე // დაპირება, შერიგება, ფასის გარდაკვეთა.

Ⴀღიელი და მარღი – თუალთეთრი უშვერი, ცხურისფერთა თუალთა ეწოდების გრემა, უფრო მოთეთროთა და შვენიერთა – ჟივჟავი და ჟუჟუნა, მოლურჯოდ ჭრელთა – ჭროღა და მაჩხი.

Ⴀღივება – (აღივდების) აჯეჯილება ხახვის თავთა და მარცვალთა ნოტიოს ადგილში.

Ⴀღკაზმა – (აღვკაზმავ) მორთვა, განშვენება, მოკაზმა.

Ⴀღკარვება – ნახე Ⴀკარვება.

Ⴀღკვეცა – ნახე Ⴀკვეცა.

Ⴀღკმევა – (აღვაკმევ) საკმეველის აკომლება, დაკმევა შესაწირავად.

Ⴀღლევა – (აღვლევ) გალევა, მოლევა, ანუ აღსპობა. // ძველთა საჶილოსოჶოსოთა წიგნთა შინა აღლევა უხმარიათ ანალიტიკას მაგიერ.

Ⴀღლესვა (აღვლეს, -სავ) – საჭურველთ პირის განმახვა.

Ⴀღლოშნა (აღვლოშნი, -ნავ) – ალოკვა ანუ მოძოვნა.

Ⴀღლუმი – მეომართ ლაშკართ გაჩხრეკა.

Ⴀღმა – კვეიდამ მაღლა, შეღმა.

Ⴀღმართება – (აღვმართებ) აღდგინება, დადგინება; (აღვემართები) ადგომა, გამართვა.

Ⴀღმატება – (აღვემატები) უაღრესობის ქონება სხუათა ზედა.

Ⴀღმაფრენა – (აღმა-ვჰფრინავ) გონებით აღსლვა მაღალთა ჰაზრთა შინა.

Ⴀღმახვა – (აღვმახვავ) აღლესვა რკინის საჭურველთა.

Ⴀღმკული – განშვენებული, მორთული, მოკმაზული.

Ⴀღმოვსება – ნახე Ⴀმოვსება.

Ⴀღმოთხრა – (აღმოვსთხრი) ნახე ამოთხრა.

Ⴀღმოკითხვა – (აღმოვიკითხავ) წერილთ გამოცნობა, ანუ წარმოთქმა ხმით.

Ⴀღმონთხევა – (აღმოვანთხევ) პირიდამ წამოსხმა, წარმოთხევა.

Ⴀღმოსავალი – აღმოსავლეთი მზის ამოსლჳს მხარე.

Ⴀღმოსლვა – (აღმოვალ) ქვეიდამ ზევით კერძო ძრვა, ამოსლვა.

Ⴀღმოფუვილი – რევა ფუთფუთით, ფუვილით.

Ⴀღმოფხურა – (აღმოვჰფხური) ძირით ამოღება, ამოგდება.

Ⴀღმოქმნა – (აღმოვიქმ) ამოთხრა ანუ ამოტანა შენებით.

Ⴀღმოყუანა, აღმოყუანება – (აღმოვიყუან, -ნებ) მაღლა ამოზიდვა.

Ⴀღმოჩენა, აღმოჩინება – (აღმოვაჩენ, -ჩინებ) უცილობელად წარმოჩინება, დანახება სინამდჳლისა სიტყჳსა, ანუ საქმისასა კმაჲთა მიზეზითა.

Ⴀღმოჩინება – იგივე სახელზმნად.

Ⴀღმოცენება – (აღმოვაცენებ) მიწით აღორძინება მცენარეთა, (აღმოსცენდების) იგივე ვნებითად.

Ⴀღმოცოხნა – (აღმოიცოხნის) რომელთამე ოთხფერხთაგან პირში ამოღება ნაჭამთა და მეორედ დაღეჭით შთანთქმა.

Ⴀღმოხდომა – (აღმოხდების) აღმოსლვა, ანუ აღმოცენება.

Ⴀღმსაარებელი – სარწმუნოების მთქმელი, დამამტკიცებელი // ვნებული, წამებული სარწმუნოებისათჳს // აღსარების მთქმელი, გასანდობი მოძღუართან.

Ⴀღმსთობა – (აღვიმსთობ) ადრე ადგომა, ასწრაფება.

Ⴀღმქმელი – მიმქმელი, ნათლია.

Ⴀღმღურევა – ნახე Ⴀმღურევა.

Ⴀღმხედრება – ნახე Ⴀმხედრება.

Ⴀღნაგი – ნაშენი, აღგებული.

Ⴀღნადგინები – უზომოდ გარდამეტებული ვალის სარგებელი, лихва, (ნ. Ⴀღდგენა).

Ⴀღნაქუსი – ფრასი, ჶრაზი გუარი წერილთ შეთხზჳსა, [ნ. Ⴀნაქვსი].

Ⴀღნთება – (აღვანთებ) ცეცხლის მოკიდება სანთელთა და მისთანათა.

Ⴀღნიშნვა – (აღვნიშნავ) დადება, დასმა ნიშნისა.

Ⴀღორთქლვა – (აღიორთქლვის) დაკლება ორთქლითა, ანუ სრულად აღლევა ნოტიოთა.

Ⴀღორძინება – (აღვაორძინებ, აღორძინდების) მომატება ანუ მოძრავობა მოზარდთა სხეულთა უმეტესისა მიმართ.

Ⴀღოხრება – (აღვაოხრებ) დაქცევა, დაშლა, დარღვევა, განადგურება.

Ⴀღპარსვა – (აღვჰპარსავ) აკრეჭა, აკვეცა.

Ⴀღრალები – ესრეთ იწოდებიან: ამარტა, ბროლი, ლაჟვარდი, ქარვა, ძოცი და მისთანანი, ხოლო სპეკალი ეწოდების ალმასსა, იაგუნდსა, ლალსა და სხუათა თუალთა პატიოსანთა.

Ⴀღრევა – (აღვურევ, აღვირევი) არევა აღზავება.

Ⴀღრიბაღრი – წელებისა და სადურიტის მწვადი.

Ⴀღრიცხუა – (აღვრიცხავ) დათულა, რიცჳს გამოცნობა.

Ⴀღრჩევა – (აღვარჩევ) მრავალთაგან გამორჩევა უკეთესისა.

Ⴀღსავალი – ქვეიდამ ზე ასასვლელი და რაჟამს ზეიდამ ქვეშთავალთ, ვუწოდებთ მას შტასავალად, ხოლო აღსავალნი არიან: კიბე ხეთა და ფიცართაგან ქმნილი დანდალოვანი; ხარისხი ქვითქირით შენებული; მექონოთი სრათა და ტაძართა კართ შესავალი ხარისხეული ბაქან-ბაქნად გარემოვლებული; მენაკი ცის მზობელობათა ხარისხი; კუარცხლბეკი დალიჭსა ზედა მჯდომარის ფერხთა სადგმელი; ამბიონი საკურთხეველთა ზედა აღსავალი // გალობა აღსავალთა ეწოდების რვა ხმათაგან სათქმელთა მუხლთა უწინარეს საცისკროს სახარებისა.

Ⴀღსაზრდელი.

Ⴀღსარება – (აღვუარებ) ქება, დიდება // განდობა ცოდუათა თჳსთა წინაშე მოზღუარისა // (აღვიარებ) წარმოთქმა სარწმუნოებისა.

Ⴀღსარება ანუ აღვიარება – სარწმუნოებისა ესე არს მრწამსი საქრისტიანო.

Ⴀღსასრული – დასრულება, გათავება.

Ⴀღსვარული – შესვარული, მოზელილი და გამომცხუარი.

Ⴀღსლუა – (აღვალ) მაღლა აღწევა.

Ⴀღსპობა – (აღვსპობ) აღხოცა, აოხრება ანუ მოსრვა.

Ⴀღსრულება – (აღვასრულებ, აღესრულების) გათავება // (აღესრულების) ახდენა // გარდაცვალება, [აღსასრული].

На страницу:
2 из 5